x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ ნა@ოზარ მშობლებზეა..." - რას წერს დავით ბრაგვაძე

image


არასამთავრობო ორანიზაცია "GISP"-ის დირექტორი, დავით ბრაგვაძე საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, საკუთარი შვილების ეროვნული ნაკრების გასახდელში შეყვანასა და ფეხბურთელებთან გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელებში ფრიალს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, რომ ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ ნა@ოზარ მშობლებზეა...


ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვილი არც მამაჩემი, არც ჩემი ძმაკაცები და მათი შვილები, არც არავინ შეგვიშვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, რა დროსაც საშინაო არენის უპირატესობა დაგვაკარგინეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვეთ...

სამაგიეროდ თქვენ მიხვედით. მიხვედით საკუთარ შვილებთან ერთად, სრულიად ცარიელ სტადიონზე და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეთ აზრი, რომ პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ.


გუშინ, ნაკრების გამარჯვების მერე ისევ აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში და როგორი ბედნიერები არიან, როგორ აუხდინა გავლენიანმა მამიკომ ოცნება...


იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! იცით რამდენ ბავშვს უნდა ხვიჩასთან მასე მიახლოება?! იცით რამდენი ბავშვი ოცნებობს ნაკრების გასახდელში მოხვედრაზე?! თუმცა ამ კარგ ბავშვებს, თქვენი კარგი ბავშვებისგან განსხვავებით ეგეთი გავლენიანი და ნა@ოზარი მამიკოები არ ჰყავთ...


ან საკუთარ შვილებს რას ერჩით? მართლა გგონიათ რომ კარგ საქმეს უკეთებთ?!

სხვისი შვილები მაინც დაინდეთ და კი მაინც ნუღარ უფრიალებთ დაუმსახურებელი პრივილეგიებით მიღწეული მომენტების ამსახველ ფოტოებს.

არ შეიძლება ბავშვებს ბავშვების შურდეთ. არ შეიძლება თუნდაც ნა@ოზარი მამები საკუთარ შვილებს (რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ) ასეთი პრივილეგიებით რყვნიდნენ..." - ვკითხულობთ დავით ბრაგვაძის პოსტში.

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
256