x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124199
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
"ზუსტად ვიცი კალაძეზე მაგრად არავინ არაა დაბოღმილი"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუშვილი ქართული და იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარცხელიას შესახებ პოსტს ავრცელებს და აღნიშნავს რომ "ნაპოლის" შემტევი ნახევარცველის წარმატებით დღეს ისე არავინ არის დაბოღმილი როგორც დედაქალქის მერი, კახა კალაძე:


"ფეხბურთის არაფერი არ მესმის, მაგრამ ზუსტად ვიცი კალაძეზე მაგრად კვარაცხელიას წარმატებებზე არავინ არაა დაბოღმილი." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ჩატარებული არაერთი წარმატებული თამაშის შემდეგ თავი საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა, რომელმაც ერთა ლიგის მე-5 ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა.


37-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა. საბედისწერო გოლი მოწინააღმდეგემ საკუთარ კარში, კვარაცხელიას ჩაწოდებითა და კაშიას დამსახურებით შეაგდო. მეორე ტაიმში მეტოქის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა, საბოლოოდ, კი საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშებს.

0
692
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
692