x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გაიცანით 11 წლის ირანელი გოგონა, რომელსაც აინშტაინზე მაღალი IQ აქვს

ტარა შარიფი 11 წლის ირანული წარმოშობის გოგონაა, რომელიც მშობლებთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და რომელსაც ალბერტ აინშტაინზე და სტივენ ჰოუკინგზე უფრო მაღალი IQ აქვს. ბოლო დღეების მანძილზე ის მეთორმეტე ადამიანია, რომელმაც ორ ზემოხსენებულ გენიოსს ინტელექტუალური კოეფიციენტით აჯობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტპორტალი Science ABC ავრცელებს.


საშუალოდ ადამიანის ინტელექტუალური კოეფიციენტი (IQ) 70-დან 130 პუნქტამდე მერყეობს. სწორედ აღნიშნულ ფარგლებში აქვს ინტელექტუალური კოეფიციენტი დედამიწის მოსახლეობის 95 %-ს. ადამიანი, რომელსაც ინტელექტუალური კოეფიციენტი 145-ზე უფრო მაღალი აქვს, გენიოსად არის მიჩნეული.


ოქსფორდში ჩაბარებული გამოცდის შედეგად 11 წლის ირანელმა ტარამ IQ ტესტის 162 პუნქტი მიიღო, რამაც მას ავტომატურად მისცა „მენზას” საშვი.


ცნობისათვის, “მენზა” ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ნიჭიერ ადამიანებს აერთიანებს.



ტარას მშობლებმა შვილის გენიოსობის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა დააკვირდნენ, რომ ტელეეკრანზე ინტელექტუალური შოუს ყურებისას გოგონა უმრავლეს შემთხვევაში სწორ პასუხებს ამბობდა.


ამჟამად თერთმეტი წლის გენიოსი სკოლის მოსწავლეა და ამბობს, რომ სურს, მათემატიკოსი გახდეს.


ტარა

1
902
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
902
  
2022, 24 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1