x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ასექსუალობა და ვინ არიან ასექსუალები?
ასექსუალები სამყაროში ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე არასწორი და დამახინჯებული წარმოდგენები აქვს მათ შესახებ. ასექსუალობას ბევრი ადამიანი ლიბიდოს დაქვეითებასთან აიგივებს და ასექსუალებს ზიზღით “იმპოტენტებს” უწოდებს, რაც არასწორია. ასექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა ან ჰომოსექსუალობა. ლიბიდოს დაქვეითებასა და ასექსუალობას შორის ის სხვაობაა, რომ პირველი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სპონტანურად ჩნდება, ხოლო მეორე ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე არსებობს.


როგორც სხვადასხვა კვლევები ცხადჰყოფს, მოსახლეობის 0, 5-დან 5%-მდე ასექსუალია, თუმცა გამომდინარე საზოგადოებაში არსებული სტიგმებიდან, მკვლევარებს გააჩნიათ მოსაზრება, რომ ასექსუალების რიცხვი შესაძლოა გაცილებით უფრო დიდიც კი იყოს, რამეთუ ბევრი ადამიანი უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებს და არ ამხელს, რომ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილისგან განსხვავებული ორიენტაცია აქვს.


ასექსუალობა არის სექსუალური სურვილის არქონა. ასექსუალებს სექსი არ მოსწონთ და სიამოვნებას არ ანიჭებთ სხვა ადამიანთან სქესობივი სიახლოვე. ისინი მსგავსი სიახლოვის გარეშე გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს.


ბევრ ასექსუალს ვერც კი წარმოუდგენია, თუ რანაირად უნდა მიიღოს სიამოვნება ადამიანმა სხვა ადამიანთან სქესობრივი სიახლოვის შედეგად. ამიტომ ისინი განსაკუთრებულ წარმატებას რელიგიურ სარბიელზე აღწევენ. ბევრი ცნობილი და სახელგანთქმული სასულიერო მოღვაწე ასექსუალია. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა “მრუშობის” სურვილისგან თავის დასაცავად არ სჭირდებათ. ამიტომ ისინი მარტივად ახერხებენ სხვების აღფრთოვანებას საკუთარი “უბიწოებით” და გზასაც რელიგიურ სარბიელზე სწრაფად იკვალავენ.



ბევრი ასექსუალი ცდილობს, საკუთარი სექსუალური ორიენტაცია მოსახლეობის უმრავლესობას მოახვიოს თავზე, ასექსუალობა იქადაგოს და გადმოსცეს ის რელიგიური თუ მხატვრული ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების მეშვეობით. ეს ავტორები ხოტბას ასხამენ პლატონურ სიყვარულს, ქალწულობის ინსტიტუტს და სექსისგან თავის შეკავების ჩვეულებას. საზოგადოებრივ აზრზე მათ გაცილებით უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ვინმეს ეს საერთოდ წარმოუდგენია, რადგან ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით მათ არ უწევთ უამრავი ფულის დახარჯვა იმისათვის, რათა საპირისპირო ან საკუთარი სქესის ადამიანებს თავი მოაწონონ. სექსუალური მოთხოვნილებისგან იმთავითვე თავისუფალ ასექსუალებს დროც თავზე საყრელი აქვთ და არც მწველი ვნებით ატანილებს უწევთ ირაციონალური ქცევების ჩადენა. ამიტომ პოლიტიკურ, ბიზნეს, სასულიერო თუ სამხედრო სფეროებში უზარმაზარ წარმატებებსაც აღწევენ და ძალაუფლებაც დიდი გააჩნიათ. საზოგადოება დიდად აფასებს მათ თავშეკავებულობას. ზერელე და ზედაპირულად მოაზროვნე მასის ტიპური წარმომადგენლები გულშიაც კი არ გაივლებენ არასოდეს, რომ საამისოდ ასექსუალებს არანაირი მსხვერპლის გაღება არ სჭირდებათ და სექსისგან თავშეკავებულობის დროს ისინი უბრალოდ საკუთარ სტიქიაში იმყოფებიან, ისევე, როგორც თევზები წყალში.


მაგრამ ასექსუალობა არ ნიშნავს, რომ ამ ორიენტაციის მქონე ადამიანებს რომანტიკული გრძნობები არ აქვთ. მათ ხშირად ჰყავთ პარტნიორები და საკუთარ პარტნიორებს ეხვევიან და კოცნიან კიდეც, თუმცა ამაზე შორს ეს ყველაფერი არ მიდის.


თუმცა ბევრ ასექსუალს მაინც აქვს სექსი, რათა თავის პარტნიორს ასიამოვნოს, ბევრი კი ამას ბავშვის ყოლის სურვილის გამო აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ სიამოვნებას ამ პროცესიდან არ იღებს.


თავის მხრივ საზოგადოებაც ახორციელებს ზეწოლას ასექსუალებზე და ცდილობს, უმრავლესობის ორიენტაცია მოახვიოს თავს. მაგ. ბევრი მშობელი ცდილობს, ასექსუალ შვილს უმკურნალოს, თუმცა ასექსუალებს მკურნალობა არ სჭირდებათ. ისინი უბრალოდ არიან ისეთები, როგორებიც არიან და ბედნიერები არიან საკუთარი ორიენტაციით. მკურნალობა თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის მხოლოდ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ თუ სხვას თავს მოახვევს ცხოვრების საკუთარ წესს და სექსუალურ ორიენტაციას, ეს სხვა მერე უფრო ბედნიერი გახდება, ნეტარებას ეზიარება და ჭეშმარიტებას შეიმეცნებს.


ასექსუალობა

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0