x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124199
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
ეკატერინე II დიდ საოცრებათა ქვეყანაში ანუ ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული თეატრალური აფერა
image

1739 წლის 24 სექტემბერს დაიბადა გრიგოლი პოტიომკინი, იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს ერთ-ერთი ფავორიტი, რომელსაც მიაწერენ ერთ-ერთ გრადიოზულ აფერას მსოფლიო ისტორიაში.


ბევრს გაგიგიათ ტერმინი ტელევიზიით ან პრესით "პოტიომკინივით იქცევა, " "პოტიომკინები გახდნენ", "პოტიომკინის სოფლებს აშენებენ"..და ა.შ. მაინც რა გააკეთა ამისთანა თავადმა გრიგორ პოტიომკინმა, რომელიც ბუტაფორიული სილამაზის, ყალბი ბედნიერების და ფუფუნების სიმბოლოდ იქცა?


დღეს ტერმინი "პოტიომკინის სოფლები" — იხმარება როგორც მოჩვენებითი კეთილდღეობის გამოხატულება.



გრიგორ პოტიომკინი იმპერატრიცა ეკატერინეს უდავო ფავორიტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრების წესი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. რუსეთის პირველი პირი პუნქტუალური და წესრიგის მოყვარული ქალბატონი გახლდათ, დღე-ღამეში 15 საათს მუშაობდა, არ ეკარებოდა სპირტიან სასმელებს, ხოლო პოტიომკინი განცხრომაში ატარებდა დროს, ლოთი და დებოშიორი გახლდათ. საბოლოოდ, ეკატერინემ პოტიომკინი მეფის სასახლის მეთაურად დაინიშნა. ეკატერინე უხვად აჯილდოებდა თავის ფავორიტს, დაანგარიშებულია, რომ საჩუქრების სახით მან პოტიომკინს 50 მილიონი მანეთი დაახარჯა, რაც ასტრონომიულ თანხას შეადგენდა.



თავის მხრივ, პოტიომკინის უშუალო განკარგულებით ხდებოდა გვირგვინოსანი ქალბატონის მრავალრიცხოვანი საყვარლების შერჩევა.


image

ეკატერინეს დავალებით პოტიომკინი რუსეთის სამხრეთში პორტისა და სავაჭრო-სამხედრო ფლოტის მშენებლობას შეუდგა, აგრეთვე უნდა აშენებულიყო ახალი ქალაქი ეკატერინოსლავი, რომელიც რუსეთის სიძლიერის და აყვავების სიმბოლო უნდა გამხდარიყო.


მშენებლობა ჯერ ფაქტობრივად დაწყებულიც არ იყო, როცა პეტერბურგში ჩასულმა პოტიომკინმა იმპერატრიცას გრანდიოზული პროექტის დასრულება "ახარა". ეკატერინემ პირადად მოისურვა ამ "საოცრების" ხილვა, პოტიომკინი ამას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და გასამგზავრებლად სამზადისის ბრძანება გასცა.


მეფის 40 ათასიანი კონვოი 4 იანვარს დაიძრა რუსეთის სამხრეთით. თავიდან კარეტებით მგზავრობდნენ, ხოლო კიევში ყინულის გალღობის შემდეგ გემებით განაგრძეს მოგზაურობა. ყოველ გაჩერებაზე ეკატერინეს ფოირვერკებით ხვდებოდნენ, ახლად შეღებილი სოფლის სახლის ფასადები გირლიანდებით იყო მორთული, გლეხები საუკეთესო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, იქვე მსუქანი ნახირი ბალახს ძოვდა, უდარდელი სოფლელები ფერხულს უვლიდნენ.


გემით მგზავრობისას ეკატერინე განცვიფრებული ადევნებდა თვალს ნაპირზე ჯარების წვრთნას, შავი ზღვის სამხედრო ესკადრილიის ქვემეხების გრუხუნს, ნაპირზე გამოკრთებოდა ხოლმე ულამაზესი შენობების სილუეტები.


ერთ-ერთ ნაპირზე გადასვლის დროს ეკატერინემ იხილა მდიდრული სასახლეები პარკებით და ხელოვნური ჩანჩქერებით.


ეკატერინოსლავში იმპერატრიცამ საძირკველში ჩააგდო ქვა, აქ უნდა აშენებულიყო ტაძარი, რომელიც რომის წმ. პეტრეს ტაძარზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.



სინამდვილეში კი ეს ყველაფერი იყო ბლეფი და თვალთმაქცობა, ყველაზე დიდი თეატრალური დადგმა, რაც ოდესმე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე განხორციელებულა. პოტიომკინის დავალებით მუხლმოუდრეკავად ამ საქმეს ახორციელებდა ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა, ვიდრე იმპერატრიცას კორტეჟი, სახელდახელოდ აგებდნენ ბუტაფორიულ შენობებს, გემებს, პარკებს და ა.შ. დაშლიდნენ შემდეგ და ახლა სხვა ადგილას გადაინაცვლებდნენ, ხოლო მსუქანი პირუტყვი და "ბედნიერი" გლეხები ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ.


დღეს ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ "პოტიომკინის სოფლები" უფრო მითი იყო, ვიდრე სინამდვილე, პოტიომკინმა მართლაც შეალამაზა გზად სოფლები, მაგრამ არა მოტყუების მიზნით. მკვლევარების აზრით, იგი ვერც შეძლებდა ეკატერინეს მოტყუებას.


"პოტიომკინმა ნამდვილად მოახდინა ქალაქების და სოფლების დეკორირება, თუმცა არც მალავდა, რომ ეს დეკორაციები იყო.შემონახულია ათეულობით ჩანაწერი, სადაც მოგზაურები აღწერენ გზას ნოვოროსიისკიდან თავრიდამდე(ყირიმის ძველი დასახელება), მაგრამ არც ერთ ამ ცხელ კვალზე აღწერილ მოგზაურობაში არაა ნახსენები "პოტიომკინის სოფლები(აკადემიკოსი ალექსანდე პანჩენკო).

1
364
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
364
  
24 სექტემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1