x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124198
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
ვისაც უნდა მკვლელი დამიძახოს, ვისაც უნდა ბარბაროსი, მაგრამ ბრძოლის ველზე არ დავინდობ ფორმიან რუს აგრესორებს
image ომს თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები აქვს, არ უნდა შეარცხვინო ის სამხედრო ფორმა და ის დროშა რომელიცაა მიკრული შენს ფორმაზე.
სამოქალაქო პირებზე ძალადობა, წამება და ამ სახით ინფორმაციის მიღება ადვილია, მაგრამ მებრძოლი რომელიც ასე იქცევა სულმდაბალი არარაობაა ეროვნების განურჩევლად.


უკრაინაში რუსები ჩადიან კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაულებს, მასიურად აუპატიურებენ მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს და ასაკოვან სუსტი სქესის წარმომადგენლებს, დაფიქსირდა შემთხვევა როცა გარეწარმა რუსებმა 12 წლის უკრაინელი ბიჭი გააუპატიურეს დედის თვალწინ, მოგვიანებით კი ბიჭის დედა ჯერ გააუპატიურეს ჯგუფურად, შემდეგ კი მოკლეს და საერთო სამარხში სხვა მოკლულებთან ერთად დამარხეს.


დაკრძალვას ვერ დაარქმევ ორმოში საინჟინრო ტექნიკით ჩაყრილ ნატანჯი ადამიანებისათვის იმავე ტექნიკით მიწის დაყრას.


უკრაინელებს უამრავი რუსი სამხედრო ტყვე ყავთ, მაგრამ ცუდად არ ექცევიან, მკურნალობენ, ასმევენ და აჭმევენ და ეს მაშინ როცა რუსები უკრაინელ ტყვეებს საშინლად ექცევიან, ქალსა თუ კაცს დაუნდობლად ცემენ, აწამებენ და წყალს და პურსაც კი იშვიათად აძლევენ.



ვიცი ბევრი არ დამიჯერებს, მაგრამ ფაქტები ჯიუტია და ჩემს სიტყვებს ამტკიცებს და ადასტურებს.


განსაკუთრებით ცუდად ექცეოდნენ რუსები მარიუპოლის გმირ დამცველებს "აზოვის" პოლკიდან და საზღვაო ქვეითებიდან.


მესმის მოწინააღმდეგე ბრძოლაში მოკლა, მაგრამ ტყვე არ უნდა დაჩაგრო და არ უნდა აწამო, ეს საერთაშორისო კონვენციების გარდა ყოველგვარ კანონზომიერებას არღვევს რაც კი ადამიანურობას ეხება.


"ძალადობა წარმოშობს ორმაგ ძალადობას", როცა ასე სასტიკად ექცევი ტყვეს არ უნდა გქონდეს იმედი რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში შენ ოჯახის წევრივით მოგექცევიან.


პირველ სურათზე "აზოვის" პოლკის მებრძოლია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, ხედავთ თუ როგორ გამოიყურება ეს უკვე ცოცხალ ლეგენდად ქცეული მებრძოლი, რომელიც მარიუპოლს ერთი საღი ხელით იცავდა მანამ, სანამ არ მიიღეს ბრძანება დანებებაზე.


ეს სურათი მისი ტყვედ ჩაბარების მომენტშია გადაღებული, ხედავთ ხელზე მკლავის მძიმე დაზიანების გამო დაყენებულ ფიქსატორს.


image
ეს სურათი კი "აზოვის" პოლკის მებრძოლის ტყვეობიდან განთავისუფლების მერეა გადაღებული, დააკვირდით რუსეთის ყოფილი ტყვეს მდგომარეობას, ადამიანი იმდენადაა ნაწამები ადამიანის სახე დაკარგული აქვს, მუდმივი შიმშილობის გამო კი ორგანიზმი გამოფიტულია და დაუძლურებული, სახეზეა კახექსია.
image ორიოდე კვირაში უკანვე ვბრუნდები უკრაინაში და ამ სისაძაგლის ჩამდენ რუსებს თუ იღბალმა არ მიღალატა არ დავინდობ, ოღონდ რუსებისგან განსხვავებით ტყვეებს არ შევეხები, არც შევხებივარ, მეტიც გაგულისებული უკრაინელი შემიჩერებია როცა ტყვეები აგვყავდა.


თუ აკვირდებით უკრაინაში ჯერ არ დაფიქსირებულა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი ქართველების ტყვედ ჩავარდნის ან ჩაბარების შემთხვევა, თითოეულ ქართველს გასიგრძეგანებული გვაქვს ერთი რამ-ტყვედ არ ჩავბარდებით რუს ოკუპანტებს, თითოეულ ქართველ მებრძოლს სწორედ ასეთი სიტუაციისათვის დააქვს ხელყუმბარა, რომელსაც ბრძოლაში არ გამოიყენებს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და საჭიროება დადგეს თავს აიფეთქებს.
უღმერთო ნამდვილად არა ვარ, აღმსარებელი მართლმადიდებელი ვარ, ჯვარსაც მოდის გამო არ ვატარებ, მაგრამ მტრის ბრძოლაში ლიკვიდაციაზე უარს არასდროს ვიტყვი.


სოციალურ ქსელში ერთმა ქართველმა გოგომ დამიწერა: "ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს".


მე ჯოჯოხეთი 15 წლის ასაკში გამოვიარე უკრაინიდან საქართველოში აფხაზეთის ომის დროს საცხოვრებლად გადმოსვლის დროს, ასე რომ ჯოჯოხეთით ვერ შემაშინებთ, თქვენ კი ვინც რუსეთის დიქტატორ პუტინს უჭერთ მხარს, შიშით სიკვდილი გემუქრებათ, რადგან რუსეთის დამარცხება გარდაუვალია.

0
336
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
336