x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რუსებმა გაქცევა უკვე მონღოლეთშიც დაიწყეს


რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე უკვე კილომეტრიანი რიგები დგას. რუსები მონღოლეთში მასობრივად ცდილობენ გაქცევას ბურიატების რესპუბლიკის გავლით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამის არხი “კიახტა” ავრცელებს.


სწორედ კიახტაში მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთს მონღოლეთთან აკავშირებს. რეგიონში მცხოვრები რუსებისთვის მონღოლეთი ყველაზე ახლოს მდებარე სახელმწიფოა, სადაც მათ უვიზოდ შეუძლიათ დარჩენა, თუმცა არა 360 დღით, როგორც ჩვენთან, საქართველოში, არამედ მხოლოდ 30 დღით, რის მიუხედავადაც საზღვარზე რიგები არ წყდება.


ამასობაში პრაქტიკულად აღარ დარჩა ავიაბილეთები საქართველოს, თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. ეს ის უახლოესი ქვეყნებია, სადაც რუსებს ვიზა არ სჭირდებათ.


მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნით მაინც საქართველო სარგებლობს, რადგან მსოფლიოს არცერთ ქვეყანასთან არ აქვს რუსეთს ისეთი გამარტივებული საპასპორტო რეჟიმი, როგორც ჩვენთან. რუსეთის მოქალაქეს წელიწადში 360 დღის მანძილზე შეუძლია საქართველოში დარჩენა. მხოლოდ 360 დღის თავზე, ბოლო დღეს უნდა დატოვოს საქართველოს ფარგლები და ფორმალურად, თუნდაც 1 საათით გაემგზავროს სადმე, თუნდაც სომხეთში, რის შემდეგაც მისთვის ხელახლა იწყება 360 დღის ათვლა. საქართველოს გარდა მხოლოდ უზბეკეთში და ტაჯიკეთში შეუძლია რუსეთის მოქალაქეს უვიზოდ განუსაზღვრელი ვადით ყოფნა, მაგრამ იქ ქვეყანაში ყოფნიდან 72 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს, რაც, როგორც საუბრობენ, ქრთამის მიცემასთან არის დაკავშირებული.



რუსების დიდი ნაწილი ყველა შესაძლო მიმართულებით გაურბის მობილიზაციას. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, საზღვრის გადაკვეთის ახალი წესები მალე ამოქმედდება. სწორედ ამის გამო ჩქარობენ რუსები იმ ტერორისტული ქვეყნის მარწუხებიდან თავის დაღწევას, რომლის მიერ დაწყებულ დანაშაულებრივ ომს მობილიზაციის გამოცხადებამდე შეიძლება მხარსაც კი უჭერდნენ და მიესალმებოდნენ. მათ მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ პროტესტი და შეშფოთება, რაც ომი უშუალოდ მათ ცხოვრებას შეეხო.


თუმცა რუსების უმრავლესობა არც მობილიზაციას არ აპროტესტებს. ბევრი რუსი სრულიად აუღელვებლად მიდის უკრაინაში, მილიონზე მეტ კბილებამდე შეიარაღებულ და ნატოს საუკეთესო სტანდარტებით აღჭურვილ ჯარისკაცთან საომრად, იმ ჯარისკაცებთან საომრად, რომლებიც “ჰაიმარსებით” და “ჯაველინებით” საკუთარ ოჯახებს და მიწას იცავენ. ახლად მობილიზებული რუსი ჯარისკაცებისთვის ეს რა თქმა უნდა გარდაუვალ დაღუპვას ნიშნავს, თუმცა მათ პროტესტის არანაირი გრძნობა რომ არ უჩნდებათ, ესეც ფაქტია.


მონღოლეთი


0
97
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0