x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვალსაზრისი: დაიშლება თუ არა რუსეთი პუტინის სიკვდილის შემდეგ?
პუტინის აღსასრული რუსეთის დაშლის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. ამაზე დღეს თავად რუსი ავტორებიც საუბრობენ. მაგალითად პოპულარული რუსი ავტორი, დიმიტრი გლუხოვსკი ფიქრობს, რომ რუსეთი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ, არსებობის გაგრძელებას პუტინის სიკვდილის შემდეგ ვეღარ შეძლებს.


პუტინი 69 წლისაა და როგორც ბევრს საუბრობენ, სწრაფად პროგრესირებადი კიბოს ერთ-ერთი ფორმა აქვს. ექიმები მას დაახლოებით 3 წლის სიცოცხლეს აძლევენ. ამაზე ლაპარაკია შვეიცარიული გამოცემა Blick-ის ერთ-ერთ სტატიაში. თუ ეს ხმები მართალია, მაშინ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა გველოდება მას შემდეგ, როცა რუსი დიქტატორი ცოცხალი აღარ იქნება.


ყველაზე უკეთ საკუთარ ქვეყანას იქ მცხოვრები ადამიანები იცნობენ. ისევ დიმიტრი გლუხოვსკის თუ დავესესხებით, რუსული იმპერია პუტინის გარდაცვალების შემდეგ არსებობას შეწყვეტს.


“რუსეთი მომაკვდავი კოლონიური იმპერიაა, ” - განუცხადა რუსმა ავტორმა “n-tv”-ს.
ავტორი ფიქრობს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, რუსეთი მხოლოდ იმდენხანს გაძლებს, სადამდეც პუტინია ცოცხალი.



გლუხოვსკის მოსაზრების თანახმად, პუტინის აღსასრულისთანავე დაიწყება ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ავტორი ამტკიცებს, რომ რუსეთში ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან მთლიანი სახელმწიფო დღეს პუტინსა და მის უშუალო გარემოცვაზეა დამოკიდებული. და სწორედ ამაშია მისი სისუსტე. პუტინმა მთელი რუსეთი მასზე დამოკიდებული გახადა, რათა არავის ჰქონოდა გვერდზე ოდნავ გახედვის შესაძლებლობაც კი და სწორედ ეს აღმოჩნდება რუსეთის აღსასრულის განმაპირობებელი ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დიმიტრი გლუხოვსკი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობს. მის რომანში “მეტრო-ტრილოგია, ” რომელიც ბესტსელერად იქცა, საუბარია მომავლის დისტოპიურ სამყაროზე, სადაც ატომური ომის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები თავშესაფარს მეტროს სადგურებში ეძებენ.


მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ომზე წერს, გლუხოვსკი გამორიცხავს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას. ავტორის აზრით პუტინი არ არის თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი პიროვნება. “სტრატეგიული ატომური შეიარაღება არის დასავლეთზე ზეწოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც პუტინს გააჩნია. მისი არმია ცუდად შეიარაღებული, კორუმპირებული და არაეფექტურია.” ამიტომ მწერლის აზრით რუსი დიქტატორი ბოლომდე მიჰყვება ბირთვული შანტაჟის პოლიტიკას, თუმცა ატომურ ომს არ დაიწყებს.


რუსეთის დაშლა რომ გარდაუვალია, ამაზე არაერთი წამყვანი ექსპერტიც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. საკითხავი ის არის, ქართველები თუ ვართ მზად მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებისთვის? საბჭოთა კავშირის დაშლას სამოქალაქო ომში ჩაბმულები შევხვდით. იმედია, ახლა მაინც გვეყოფა გონიერება და ახალ ძვრებს როგორც ერთიანი ერი და ერთიანი სახელმწიფო შევეგებებით.


შოიგუ

2
374
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
374
  
2022, 4 ოქტომბერი, 5:38
რუსეთი ნაღდად არ დაიშლება, აი ნატო და ევროკავშირი კი აუცილებლად. დღეს პოლონეთმა გერამანიას რეპარაციები 1,3 ტრილიონი მოსთხოვა, გერმანიამ თქვენ ჩვენი ტერიტორიები გაქვთო და უნდა დააბრუნოთო. ოოოო მალე მაგარი ამბები აიწევა საყველიეში(ევროპაში). თურქები ბერძნებს ემუქრებიან. ესენი ყველა ფატოს წევრები არიან. მაგარი ბარდაგია ნატოში.
2022, 24 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2