განათლება წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა 2022, 24 სექტემბერი, 8:10 2022 წელს 10 846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2 640-მა გადალახა - ინფორმაცია ამის შესახებ ეტალონი.ჯი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის. რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2 456-ნა გადალახა. რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა. შეფასებისა და გამოცდების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ უფროსი/წამყვანი მასწავლებლების გამოცდა ჯამში, 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა. 54 შეფასება არ არის
|