x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დედოფლისწყაროს „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა
image

მოსწავლეთა პოპულარული სატელევიზიო კონკურსი „ეტალონის“ წლევანდელ ჩემპიონატში დედოფლისწყაროს ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა. საბოლოო ქულების რაოდენობა და ეტალონი მოსწავლის ვინაობა ახლა გახდა ცნობილი. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას აცნობეს, დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე გახდა დედოფლისწყაროს #1 სკოლის მოსწავლე ირაკლი საბიაშვილი. ის IX კლასის მოსწავლეა და ყველაზე მაღალი, 91 ქულის მოგროვება შეძლო.


როგორც #1 სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი ამბობს, სამივე საპრიზო ადგილზე მათი სკოლის მოსწავლე გავიდა. მისი თქმით, მე-2 და მე-3 ადგილებიც ჩვენი სკოლის საუკეთესო და წარმატებულ მოსწავლეებს - მარიამ ყოჩიაშვილსა (86 ქულა) და ლაშა ჭუბაბრიას (84 ქულა) ხვდათ წილად.


image


დედოფლისწყარო ფინალში ახმეტის, ადიგენისა და ბაღდათის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა და ყველაზე მაღალი შედეგები ჩვენმა მოსწავლეებმა აჩვენეს. სხვა მუნიციპალიტეტების სკოლებს 80-ზე მაღალი ქულა არ მიუღიათ, მაშინ, როცა დედოფლისწყაროდან 91 ქულაც დაფიქსირდა და მეორე მესამე ადგილზე გასული დედოფლისწყაროელებიც კი 86-84 ქულებს აფიქსირებდნენ. სხვა რაიონებში ეტალონი მოსწავლეც 80 და უფრო ნაკლები ქულით გამოვლინდა.


გამარჯვებულები ოქროს დიპლომით დაჯილდოვდნენ. პროექტის მიხედვით, გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავიაანთი მუნიციპალიტეტების სახელით სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს შეეჯიბრებიან. გაიმართება ლაივ ვიდეო კონკურსი.


image


დედოფლისწყაროდან კონკურსში სულ 64 მოსწავლე მონაწილეობდა:

1 თამარი დათუკიშვილი არბოშიკის საჯარო სკოლა VIII
2 გიორგი გოგაშვილი არბოშიკის საჯარო სკოლა X
3 საბა ბატიაშვილი არბოშიკის საჯარო სკოლა IX
4 ლიკა ბენაშვილი არხილოსკალოს საჯარო სკოლა XI
5 ტატო ზაქაიძე არხილოსკალოს საჯარო სკოლა XI
6 ნატა ჩოხელი არხილოსკალოს საჯარო სკოლა VIII
7 მირიანი გორაშვილი გამარჯვების საჯარო სკოლა IX
8 მარი არაბული გამარჯვების საჯარო სკოლა IX
9 ელენა პოპიაშვილი გამარჯვების საჯარო სკოლა IX
10 ნიკოლოზი ღვედაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა VIII
11 სალომე ლაპიაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა VIII
12 საბა უზუნაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
13 კახი პოპიაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
14 ლუკა მენთეშაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
15 ალექსანდრე გელაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
16 მარიამ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა X
17 ქეთევან ზურაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა VIII
18 ირაკლი საბიაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
19 ანი ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა XI
20 ლაშა ჭუბაბრია დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა IX
21 თინათინ პოპიაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა X

22 იოანე შანშაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა X
23 ნიკოლოზი არაბული დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა VIII
24 გიორგი სეხნიაშვილი დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა XI
25 მარიამი იაკობიშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი XI
26 მარიამი შეითნიშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი X
27 ანა თარალაშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი X
28 გიორგი ალუღიშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი VIII
29 ანი ყაზარაშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი VIII
30 ნინი შეითნიშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი XI
31 გიორგი ალუღიშვილი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის სკოლა-ინტერნატი XI
32 მათე ყოჩიაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
33 გიორგი მოსულიშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
34 ნინო ყოჩიაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
35 მარიამ ჯანაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
36 ნინო მარტყოფლიშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
37 თამარი ბენაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა VIII
38 მარიამ მაძღარაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა VIII
39 ნიკოლოზ იაკობიშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა XI
40 მარიამი ნასრაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა VIII
41 ნია ჯარიაშვილი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა IX
42 ნინო ხუციშვილი ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა XI
43 შოთა ილურიძე ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა XI
44 ლიზი ბექაური ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა VIII
45 ლუკა პაპუაშვილი ოზაანის საჯარო სკოლა IX
46 ნიკალაი ნალტაკიან საბათლოს საჯარო სკოლა VIII
47 სალომე სარდალაშვილი სამთაწყაროს საჯარო სკოლა VIII
48 ნიკა შაინიძე სამთაწყაროს საჯარო სკოლა VIII
49 თორნიკე გორგაძე სამთაწყაროს საჯარო სკოლა XI
50 ნინო მახარაძე სამთაწყაროს საჯარო სკოლა XI
51 დავით ებრალიძე სამთაწყაროს საჯარო სკოლა XI
52 ნორმა შაინიძე სამთაწყაროს საჯარო სკოლა XI
53 საბა ზურიკაშვილი სამრეკლოს საჯარო სკოლა IX
54 ლუკა ბიბილაშვილი სამრეკლოს საჯარო სკოლა XI
55 საბა სურმანიძე ფიროსმანის საჯარო სკოლა IX
56 კობა ცაბაურაშვილი ქვემო ქედის საჯარო სკოლა IX
57 ლაშა ხარხელაური ქვემო ქედის საჯარო სკოლა IX
58 სერგი ხუციშვილი ქვემო ქედის საჯარო სკოლა IX
59 ანა მახაური ქვემო ქედის საჯარო სკოლა X
60 მარიამ გოგნელაშვილი ქვემო ქედის საჯარო სკოლა IX
61 მარიამ ხუცურაული ქვემო ქედის საჯარო სკოლა XI
62 ბაჩანა ხარხელაური ქვემო ქედის საჯარო სკოლა XI
63 დეა ბოსტოღანაშვილი ხორნაბუჯის საჯარო სკოლა IX
64 გიორგი გონაშვილი ხორნაბუჯის საჯარო სკოლა X

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0