x
image
მაკა ნიკვაშვილი
27 შთამბეჭდავი ისტორიული ფოტო, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ

image


ფოტოგრაფები ისტორიკოსებს ძალიან ეხმარებიან: ისინი ფირზე ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს აღბეჭდავენ, რომლებზე ერთი თვალის შევლებითაც კი მთელი ეპოქის ატმოსფერო იგრძნობა, თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წარსულის ყველაზე საინტერესო მომენტების ამსახველ კადრებს სკოლის ისტორიის წიგნებში ვერ შეხვდებით, ამიტომ ამ ფოტოკრებულში გადავწყვიტე გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებოდა ჩარლი ჩაპლინი ახალგაზრდობაში, როგორი იყო პირველი ძრავიანი მოტოროლერი, ვისთან მეგობრობდა მარკ ტვენი ან როგორ გამოიყურებოდა ოქროს კარიბჭის ხიდი მშენებლობის დროს. მოკლედ, ამ და სხვა მნიშვნელოვან და საინტერესეო ფაქტების ამსახველ კადრებს დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ისტორიული მნიშვნელობით სავსე წარსულის უნიკალური ფოტოები.


image


1. ჯარისკაცი ბიჭუნას ბერლინის კედლის გადალახვაში ეხმარება



image


2. ბრაზილიის ჯუნგლებში ნაპოვნი ადამიანი-მაიმუნი, 1937 წელი, ეს ფოტო პირველად " Imgur"-ზე გამოქვეყნდა და მაშინვე იქცა ვირუსულად, რადგან არ იყო ახსნილი თუ საიდან მოივიდა ეს ფოტო ან რას გულისხმობდა ის


image


3. ლენინგრადი საბჭოთა კავშირის დროს, 1970-იანი წლები



image


4. მზის სხივის გაჭრა, 1886 წელი


image



5. 27 წლის მუნჯი კინოს ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი, 1916 წელი



image


6. როდესაც საბოლოოდ, ორივე მხარე ხვდება ერთმანეთს: 1990 წელს ბრიტანელი და ფრანგი გვირაბის ინჟინრები ლა-მანშის გვირაბის შეერთების წერტილში ერთმანეთს ესალმებიან

image


7. "კოკა-კოლას" რეკლამა ვენეციაში... ეს საოცარი ქალაქი ​​მტრედების რაოდენობით არის განთქმული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სან - მარკოს მოედანზე ტურისტების მიერ ამ ფრინველების გამოკვებაც კი აკრძალა. 1960 წელს "Coca-Cola" ეს ტერიტორია თავისი სარეკლამო კამპანიისთვის გამოიყენა: მათ თესლი ისე მიმოფანტეს, რომ მტრედები, რომლებიც საჭმელად მიდიოდნენ, გიგანტური "Coca-Cola" -ას წარწერა დახატეს


image



8. მარკ ტვენი ტესლას ლაბორატორიაში


image



9. ყინულის მიმტანი გოგონები, 1918 წელი... მძიმე შრომას რასაც ადრე მამაკაცები ეწეოდნენ, ქალებმა გადმოიბარეს



image



10. სკუტერზე ამხედრებული ქალი. "Autoped" - ელექტრო სკუტერის ადრეული ვერსიაა, რომელიც ნიუ-იორკული კომპანიის "Autoped Company"-ის მიერ იქნა შექმნილი. სკუტერებს ის 1915 წლიდან 1921 წლამდე აწარმოებდა. აღნიშნული ფოტო 1916 წელს არის გადაღებული


image


11. აბრაამ ლინკოლნის პირველი დაგეროტიპი. ეს ლინკოლნის ყველაზე ადრეული პორტრეტია, რომელიც 1846 წელს იქნა გადაღებული.


image



12. პრინცესა ელისაბედ II, ქალთა თავდაცვის განყოფილებაში მსახურობდა, 1945 წელს მომავალი დედოფალი ქალთა თავდაცვის ქვედანაყოფებს - "დამხმარე ტერიტორიულ სამსახურს" შეუერთდა და სასწრაფო დახმარების მძღოლად გადამზადებაც გაიარა, რისთვისაც ლეიტენანტის სამხედრო წოდებაც კი მიიღო


image



13. მათხოვარი, ჯორჯ V-ის ეტლის ადევნებისას, 1920 წელი



image


14. რუსეთის მეფე ნიკოლოზ II და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V, ნახეთ, როგორ ჰგვანან ინგლისის და რუსეთის მეფეები ერთმანეთს! საქმე იმაშია, რომ ისინი ბიძაშვილები იყვნენ: მათი დედები დები იყვნენ


image


15. მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდისტული პლაკატების შექმნა. 1941 წელს ქალები პორტ - ვაშინგტონში პოსტერებს აკოპირებენ


image



16. პლანეტის უკანასკნელი ტასმანიური ანუ ჩანთოსანი მგელი (იგივე თილაცინი), ტასმანიური მგელი, ანუ თილაცინი - გახლავთ ცხოველი, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დიდი ხანია გაქრა. თილაცინი, სახელად ბენჯამინი, ზოოპარკში მთქნარებისას, 1933 წელი.


image


17. მამაკაცები, რომლებიც შეერთებულ შტატებში "მშრალი კანონის" გაუქმებას აღნიშნავენ, 1933 წლის 5 დეკემბერი, 1920 წლიდან 1933 წლამდე შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის გაყიდვა, წარმოება და ტრანსპორტირება იყო აკრძალული


image


18. ოქროს კარიბჭის ხიდის მშენებლობა. ოქროს კარიბჭის ხიდის მშენებლობა 4 წელი - 1933 წლიდან 1937 წლამდე გრძელდებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ხიდი 1937 წლიდან 1964 წლამდე. მართალია, ის ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდ ხიდად უკვე აღარ ითვლება, თუმცა ყველაზე ცნობილი ხიდის სტატუსს კი ნამდვილად ინარჩუნებს


image


19. ჯავშანჟილეტის დატესტვა, ვაშინგტონი, 1923 წლის სექტემბერი


image



20. ქალთა კრივი სახურავზე, 1930 წელი



image



21. საპილოტე ტრენაჟორი, 1942 წელი



image


22. ოპიუმის მწეველთა ბუნაგი სინგაპურში, 1941 წელი



image



23. მსოფლიოში პირველი ტელეობიექტივი, 1900 წელი



image



24. მედისონ - სკვერი, დაახლოებით 1900 წელს



image



25. ბეჭედი ტუტანხამონის სამარხის შესასვლელთან (ხელუხლებელი იყო 3 245 წლის განმავლობაში), 1922 წელი



image


26. კლოდ მონე თავისი ნახატების ფონზე, 1923 წელი



image


27. მერლინ მონრო ჯარისკაცებისთვის პოზირების დროს, 1954 წელი



0
2943
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2943