x
image
ირინა მ.
არქეოლოგებმა ძველი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელზე ცელი ჰქონდა მიბჯენილი

image


"ვინმეს მასზე სისხლი დაეწვეთება ან სხეულის ექსჰუმაციის დროს თითს გაიჭრის, და მაშინ სამყაროს დასასრული დადგება"-ხუმრობით (თუ არა?) გვაფრთხილებენ სოც. ქსელებში.


image


პოლონეთის სოფელ პენში, XVII საუკუნის სასაფლაოზე მიმდინარე გათხრების დროს, არქეოლოგები უჩვეულო სამარხს წააწყდნენ: ქალის ჩონჩხს ყელთან მიბჯენილი ჰქონდა ცელი, ბოლოები კი მიწაში იყო ჩამაგრებული, ფეხის თითზე ბოქლომი ედო, წერს daily mail. სავარაუდოდ შუასაუკუნეების მაცხოვრებელი თანამედროვეებმა ვამპირად ჩათვალეს და იზრუნეს, რომ ის ისევ არ წამომდგარიყო. "ცელი ისეთნაირად იდო ყელთან, რომ თუ მიცვალებული "წამოდგომას" შეეცდებოდა, ცელი მას თავს ნამდვილად წააცლიდა – ხსნის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი დარიუშ პოლინსკი. მიცვალებული სავარაუდოდ, დიდგვაროვანი იყო, ამას მოწმობს აბრეშუმის ქუდის ნარჩენები.


image

image


image


ქსელებში ხუმრობით შიშობენ, რომ აღმოჩენას შეიძლება საშინელი შედეგები მოჰყვეს. "მე უკვე ნიორს ვიმარაგებ"-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, და იხსენებს, რომ ზუსტად ასე იწყება საშინელებათა ფილმები: არქეოლოგები რაღაც საეჭვოს პოულობენ და თავიდან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ შესაძლო საფრთხეს.

შედარებით ავანტურული კომენტატორების შეთავაზებაა: მოაშორონ ცელი, ახსნან ბოქლომი და დაელოდონ რა მოხდება.

მოკლედ, ჩონჩხი უკვე გადაგზავნილია ქ. ტორუნში (პოლონეთი) შემდგომი გამოკვლევებისთვის. ჯერჯერობით არავითარი ცნობები "გაცოცხლებულ ვამპირზე" არ არის.







იხილეთ სხვა სტატიები:






მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


ოთხი გაუგონარი ფაქტი კაცობრიობის ისტორიიდან

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image



გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო)

image


ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ

image


არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image







0
823
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
823