x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსეთიდან მასიურად გარბის ის ხალხიც, ვინც გუშინ რუსეთის დიქტატორს უჭერდა მხარს, მათ შორის ქართველებიც
image

რუსეთის დიქტატორის მიერ გამოცხადებულმა "ნაწილობრივმა მობილიზაციამ", რომელიც რეალურად სრული მობილიზაციაა, რუსეთში პანიკა გამოიწვია. რუსები რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან ოჯახებთან ერთად მასიურად ტოვებენ რუსეთს, გარბიან ყაზახეთში, გარბიან მონღოლეთში, განსაკუთრებით დიდი ტალღა კი საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მოაწყდა ლარსში.
თურქეთშიც მიფრინავენ რუსები, მაგრამ უკვე თურქეთის არცერთი ბანკი არ ახორციელებს საკრედიტო ბარათებით მომსახურებას რუსებისათვის.


რუსებთან ერთად გამორბიან ქართველებიც, თან ისეთბი გუშინ პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერები რომ იყვნენ.


უკრაინიდან დაბრუნების მეორე დღეს ქალაქის მეზობელთან მომივიდა შელაპარაკება რადგან მთელი ოჯახი პირწავარდნილი "პუტინისტია", მივუჩინე ადგილი და მოვიმდურე ამის გამო.



დღეს კი მისი შვილი რომელიც პუტინზე აუგის თქმის გამო ალალ ბიძაშვილებს შლიდა ფეისბუქიდან, ზუგდიდში ჩამოვიდა რუს მეუღლესთან, ცოლისძმასთან და სიდედრ-სიმამრთან ერთად.


გამარჯობა ცალყბად მომიგდო რაზეც მივაძახე: რას მორბოდი, სამშობლოს რატომ არ იცავ მეთქი "ნაცისტი უკრაინელებისგან"?


მე არ მეკუთვნოდა გაწვევაო წაიბურტყუნა და ეზოში შევიდა. თუ არ გეკუთვნოდა რაღას მორბოდი?


მე არ მესმის, ქართველებმა უკრაინაში ვიომოთ და აქ ჩვენს მიწაზე დამპალი სისხლის ოკუპანტების ოჯახებმა დაისვენონ? როდის შევეშვებით თავის მოტყუებას რომ აქ ჩამოსული რუსები ტურისტები არიან?


ტურისტი უძრავ ქონებას არ ყიდულობს მასიურად და აქ კომპანიებს არ აფუძნებს, პრაქტიკულად ოფშორულ ზონად ვიქეცით რუსეთისათვის.
იმის შემდეგ რაც მე საქართველოში ან უკრაინაში ვნახე და გადავიტანე რუსეთის "დამსახურებით, რომ "გადამიბრუნდეს ჭანჭიკი" და აქ მოსეირნე რუსი "ტურისტები მივფერთხო" რუსეთი ომს გამოგვიცხადებს, თუ აქაური სასამართლო მომისჯის 20 წლიან სასჯელს ტერორისტული აქტისათვის?
შეცდომით არ დამიწერია ტერორისტული აქტი, სწორედ ამ მუხლს მომიყენებენ უეჭველი სავარაუდოდ.


მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ამას არასდროს გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ ეს აქტუალური თემაა.


საქართველოში უკვე იმდენი რუსული კომპანიაა დაფუძნებული, უკრაინიდან კინწისკვრით გამოგდებულ რუსეთის დიქტატორს ხელს აძლევს საქართველოში შემოჭრა იმიჯის დასაცავად.


არა მგონია სხვაგან იყოს პრეცენდენტი როცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ასე მასიურად უშვებდნენ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.


მტერს კარებს უღებდე და თან ამაზე ხმას არ იღებდე, ქვეყნის ღალატის ტოლფასია.


ახალგაზრდა და საშუალო ასაკის საკმაოდ ზორბა მამაკაცებია მასიურად შემოსული საქართველოში, ალბათობა იმისა რომ მათი ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს უდაოა.


ორი ჯაშუში უკვე გამოავლინეს, სამწუხაროდ არა ქართულმა სპეცსამსახურებმა, არამედ უცხოელმა ძალოვნებმა.


საინტერესო ისაა, რომ ორივე ჯაშუში როგორც აღმოჩნდა საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა საქართველოში.


რატომ ვითხრით ჩვენივე ხელით სამარეს? სასწრაფოდ შემოიღოს პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე რუსეთთან და სომხეთთან სავიზო რეჟიმის დაკანონება.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამოგზაუროდ ნამყოფი რუსი მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაძევებული ქვეყნიდან, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევები.


ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე, რომელიც იმყოფება აქ და არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დარეპორტებული.


ისეთ ადგილებში მხვდება რუსულ ნომრიანი, სლავური გარეგნობის მგზავრებით მანქანები, სადაც არც ტურისტული ზონაა, არც ზღვა, არც მდინარე და არც რაიმე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი.


მოდით და ვთქვათ პირდაპირ: მიმდინარეობს საქართველოს უსისხლო ოკუპაცია, რომელსაც მხარს მხოლოდ ქვეყნის მტერი დაუჭერს.



image

0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215