x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გოგაშვილის დამცველად ვერ გამოვდგები მაგრამ.... " - რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახისთვის ქონების დაყადაღება - ჩამორთმევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი და მისი ოჯახის მისამართით განხორციელებულ ქმედებებს ივანიშვილის "სადამსჯელო ოპერაციას" უწოდებს:


"მე გოგაშვილის დამცველად არ და ვერ გამოვდგები, მითუმეტეს ლოგინში ჩაცხრილული თემირლანი და მგლოვიარე მალხაზ მაჩალიკაშვილი რომ მახსენდება ( და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები), მაგრამ ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ ( გოგაშვილის ოჯახის ქონების – დაყადაღება ”ქონებების”- ჩამორთმევა) ეს არის შერჩევითი სამართალი და მესიჯი ყველა ოლიგარქის მომხრესთვის გაშვებული, დიახ მესიჯი სამომავლოდ, რომ “არ გაბედოთ ხმის ამოღება თორემ, რაც გაშოვნინეთ უკლებლივ ყველაფერს ჩამოგართმევთო”, აი ეს არის ოლიგარქატი და მისი ”მსახურება”.

ეს რაც ხორციელდება დღეს, ეს გახლავთ ივანიშვილის “სადამსჯელო ოპერაცია”.


ობიექტურობა მალაპარაკებს ცხადია და არა “სენტიმენტები” გოგაშვილის მიმართ!


ძირს ოლიგარქიული მმართველობა!


ძირს შერჩევითი სამართალი !"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.




0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
116