x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ვინ არიან რუსები, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას საქართველოში გამოექცნენ?
ოთხშაბათს საკუთარ ტელეგამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეზერვისტთა “ნაწილობრივი” მობილიზაცია გამოაცხადა, რასაც უკრაინაში სარკასტულად უკვე უწოდეს “მოგილიზაცია, ” რითაც ომში გაწვეული 300-ათასიანი კონტინგენტის დაღუპვის გარდაუვალობას გაუსვეს ხაზი. მართლაც, რა შანსები აქვს ცუდად შეიარაღებულ და მოტივაციის არმქონე რამდენიმე ასეულ ათას რუს რეზერვისტს უკრაინის მილიონიან, საუკეთესოდ გაწვრთნილ და ნატოს უმაღლესი სტანდარტებით კბილებამდე შეიარაღებულ არმიასთან, რომლის ჯარისკაცები საკუთარ სახლკარს, შვილებს, ცოლებს და შეყვარებულებს იცავენ და რომელთა უკან მთელი დასავლეთი დგას პრაქტიკულად შეუზღუდავი მატერიალური და ფინანსური რესურსებით?


მოგილიზაცია


დამეთანხმებით, არანაირი.


ამას კარგად ხვდება ბევრი ყოფილი რუსი სამხედრო. ამიტომ ისინი ყველანაირად გაურბიან ამ “მოგილიზაციას” და ცდილობენ, თავშესაფარი საქართველოში იპოვონ. ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გამუდმებით 9-10-კილომეტრიანი რიგები დგას, საიდანაც სასოწარკვეთილი ყოფილი სამხედროები საქართველოში შემოღწევას და აქ საკუთარი ოჯახების გამოხიზვნასაც ცდილობენ.



რასაკვირველია, მათ შორის მრავლად იქნებიან ის სამხედროები, რომლებიც ქართველებს ტანჯავდნენ, აწამებდნენ და ქართველ გოგოებს აუპატიურებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ეს ხალხი, რომელსაც ხელები ქართველების სისხლში აქვს გასვრილი, თავშესაფარს იმ ქვეყანაში ეძებს, რომელიც მათ შეურაცხყვეს და რომლის დაპყრობას 2008 წელს ცდილობდნენ.


აგვისტო


საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს რუს ყოფილ სამხედროთა ამ გიგანტური ტალღის შესაჩერებლად. საქართველოს საზღვრები ღიაა და არანაირი დაბრკოლება ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლაზე არ ექმნებათ.


და ამ პირობებში რაღა ვქნათ ჩვენ - მათ, ვისაც რუსი ოკუპანტების თვალით დანახვა ჩვენს ქვეყანაში არ გვსურს? ჩვენს გვერდით, ფაქტიურად ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოკუპანტების მუდმივი ზიზღით როგორ გავძლოთ? ჩვენ სადღა წავიდეთ? სად გავიქცეთ? ვის მივმართოთ?


0
307
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0