x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
საზოგადოება, რომელიც არ ფიქრობს ქვეყნის დაცვის აუცილებლობაზე, შეუმდგარი საზოგადოებაა

image

დუბაის დამაარსებელს - შეიხ რაშიდს ჰკითხეს ერთხელ მისი ქვეყნის მომავლის შესახებ
მან უპასუხა: "ბაბუაჩემი აქლემით დადიოდა, მამაც აქლემით დადიოდა, მე მერსედესით დავდივარ, ჩემი შვილი - ლენდ როვერით, და შვილიშვილიც ლენდ როვერით ივლის, მაგრამ შვილთაშვილი ისევ აქლემზე დაჯდებაო,
რატომ? იმიტომ, რომ რთული დრო ძლიერ ადამიანებს ჰბადებს, ძლიერი ადამიანები იოლ დროს ქმნიან, ადვილ დროში სუსტი ადამიანები ჩნდებიან, სუსტი ადამიანები რთულ დროს ქმნიან. ბევრს არ ესმის ეს, მაგრამ მებრძოლების გაზრდაა საჭირო და არა პარაზიტების".

მართალი უთქვამს შეიხს, ერი რომელიც არ ფიქრობს თავისი ქვეყნის მომავალზე და არ ფიქრობს საკუთარი სამშობლოს თავდაცვაზე-გამწირულია მონობისათვის.
საქართველოს მდებარეობამ ქართველი ერი აიძულა ერთ ხელში მუდამ ხმალი ჭეროდა და მეორე ხელით მიწა დაემუშავებინა და დოვლათი შეექმნა., ვიმარჯვებდით და ვმარცხდებოდით მომხდურებთან ბრძოლებში, ვეცემოდით, მაგრამ ფეხზე ამდგარნი ისევ ვიკრეფდით ძალას და მტერს ქვეყნიდან გასვლას ვაიძულებდით.

საქართველოს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ახლა კი ეს უძველესი ქვეყანა სავალალო მდგომარეობაშია, ბევრი კამათს დაიწყებს, რა გინდა ომი არაა და თავს არავინ გვესხმისო?!

მშვიდად როგორ უნდა ვიყოთ როცა ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია? უპასუხისმგებლობის პიკი გვაქვს ქვეყანაში, პოზიციაც და ოპოზიციაც მეტ დროს კინკლაობას ანდომებენ ვიდრე საერთო გამოსავლის ძებნას, უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ჩვენ ხელი გაგვიხსნა იარაღის შესყიდვის არაფორმალური ემბარგოსაგან, რაც რუსეთისგან მომავალი აგრესიით იყო გამოწვეული, პრაქტიკულად არავინ გვაძლევდა შეიარაღებას, მართალია ამერიკამ მოგვცა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, აქტიური და პასიური მოქმედების საშუალო და შორი მოქმედების რადიოსალოკაციო სადგურები, გვჭირდება მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი ვერტმფრენები, ბუნებრივია ტანკებიც, მაგრამ ვინაიდან თანამედროვე ტანკებს არავინ მოგვცემს ამ ეტაპზე ჯობია ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გავხადოთ პრიორიტეტული.

აშშ-ს ათასობით მოიერიშე, ქართველი კონსტრუქტორის მიერ შექმნილი დღემდე ეფექტური A10 ყავს კონსერვაციაზე, ქართულ მოიერიშეებზე ნაფრენი პილოტები სწრაფად ისწავლიან აღნიშნული მოიერიშის მართვას, აღნიშნული მოიერიშე ჩვენს რელიეფზე განსაკუთრებით ეფექტურია მის მანევრულობას და უმძლავრეს საცეცხლე უზრუნველჰყოფას თუ გავითვალისწინებთ.

ახლა ჩინოვნიკების ხელფასების მომატებაზე და ახალი "პრადოების" შეძენაზე კი არ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხა, არამედ არმიის გაძლიერებაზე და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე.

პოზიციის სიცუდეზე ან ოპოზიციის ავანტიურებზე კი არ უნდა ვესაუბრებოდეთ აშშ-ს და დასავლელ პარტნიორებს, არამედ უნდა ვთხოვდეთ შეიარაღების გადმოცემაზე.

ქვეყანას ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე ტოვებს, მათ შორის ბრძოლებში გამოცდილი კადრები, თავის ქებად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ერთერთი მათგანი მეც ვარ.

სრული ბრიგადის ეკვივალენტი რაოდენობის ქართველი მებრძოლები იბრძვიან უკრაინაში ყველაზე მძიმე მონაკვეთებში და არავის ჩამოუვარდებიან ბრძოლისუნარიანობით და პროფესიონალიზმით. ირპენში, იზიუმში, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში და ბახმუტში თავად ვარ მომსწრე მასირებული საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების მიუხედავად თუ როგორი გააფთრებით იბრძოდნენ ქართველი მებრძოლები აგრესორის ელიტური დანაყოფების წინააღმდეგ.

ასე, რომ დროა ერიც და ბერიც გავერთიანდეთ და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ვიზრუნოთ, სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას მრავალგზის გახმოვანებული ინფორმაცია, საქართველოდან მომდინარე საფრთხეების შესახებ არაა უბრალო წინადადება, უკრაინიდან გამოქცეული რუსეთი არავის დაინდობს იმიჯის აღსადგენად და არძინბას სიტყვები ჩვენს პროვოცირებას ემსახურება და არა აფხაზი ხალხის დაცვას, აფხაზებზე რომ ზრუნდავდეს თურქული წარმომავლობის არძინბა აფხაზეთის ახალგაზრდობა საზარბაზნე ხორცად რომ უქცია რუსეთმა-ამას გააპროტესტებდა.

სასწრაფოდაა საქართველოში ტერიტორიული დაცვის დანაყოფები, რომლებიც გაივლიან სრულყოფილ მომზადებას რეზერვში, ოღონდ ისე არა 8 ტყვიის გასროლით რომ შემოიფარგლებოდა რეზერვისტობა და "ვალმოხდილი რეზერვისტის" საბუთით უშვებდნენ რეზერვისტებს სახლებში.
"გინდა მშვიდობა, ემზადე მომისთვის"!!!

ომი რომ საშინელებაა, ეს ჩემზე კარგად არა მგონია ბევრმა იცოდეს და შესაბამისად "ომის პარტიის" წევრი არა ვარ, მაგრამ მირჩევნია მოსალოდნელ გართულებებს შევხვდეთ მზად, ვიდრე მოუმზადებლად.

ყველაფრით უზრუნველყოფილი, ბღენძი პარაზიტების გაზრდას ჯობია განათლებული და პატრიოტი შვილები გავუზარდოთ ქვეყანას.
0
199
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
199