x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ომში გაიწვიეს 63 წლის კაცი მეორე ხარისხის დიაბეტით და ცერებრალური იშემიით
რუსული მედიის ინფორმაციით, ვოლგოგრადის რეგიონში, მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს 63 წლის კაცი მეორე ხარისხის დიაბეტით და ცერებრალური იშემიით.


მედია წერს, რომ ალექსანდრე ერმოლაევი რეზერვში ვიცე-პოლკოვნიკად იყო, პენსიაზე გასვლამდე ის ლოჯისტიკის განყოფილების მეთაურის მოადგილედ მუშაობდა, ასევე წარსულში იყო ქიმიური იარაღის განადგურების ქარხნის დირექტორის მოადგილე.


"ბაზა" წერს, რომ მან 22 სექტემბერს დილის 6 საათზე მიიღო დაბარება სრედნეახტუბინსკის რაიონის გამგე ნიკოლაი პატრაინისაგან. ამის შემდეგ ერმოლაევი სამედიცინო გამოკვლევისთვის ზელენის კუნძულზე გადაიყვანეს. მედია წერს, ექიმმა უთხრა ერმოლაევს, რომ მას "შეიძლება ფრონტზე წასვლა", მიუხედავად დიაბეტისა და იშემიისა.


შედეგად, სამედიცინო შემოწმების გავლისთანავე, პენსიონერი გაგზავნეს პრუდბოის სასწავლო მოედანზე, სოფელ ნოვი როგაჩიკში. "ბაზა" წერს, რომ მობილიზებულები ომში გაგზავნამდე იქ ორკვირიან მომზადებას გაივლიან.


image

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0