x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა ღირს ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში ?

image
საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მარტივ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ამისათვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მეწარმე-სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით. დღევანდელ სტატიაში განვიხილოთ რა ღირს ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში :კონკრეტულად ინდივიდუალური მეწარმე და შპს .

მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა .მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრება ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს

1.მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიღება შესაძლებელია სააგენტოს ვებ-გვერდიდანაც;(www.my.gov.ge)
2.ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, ისევე როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან სხვა ნებისმიერ ელექტრონულად მიღებულ დოკუმენტს, გააჩნია სრული იურიდიული ძალა, მიუხედავად იმისა, რომ არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი

ინდივიდუალური მეწარმე
ინდივიდუალური საწარმო არის ერთი პირის (ან ოჯახის) მფლობელობაში არსებული საწარმო.ასეთ საწარმოში შესაძლებელია სხვა პირებიც იყვნენ დასაქმებულები.მაგ:მცირე ზომის მაღაზია, საოჯახო სასტუმრო, საოჯახო რესტორანი, სეზონური ბიზნესი და ა.შ


ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფიც.

ინდ.მეწარმეს რეგისტრაციის საფასური შეადგენს :

  • ერთი სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი
  • განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – 7 ლარი
  • ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 26 ლარი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) იურიდიული პირია. მისი წევრები საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანის ფარგლებში, ხოლო თავად საზოგადოება მესამე პირებისწინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. შპს ეს არის ერთი ან რამდენიმე პირის მიერ დაფუძნებული კომერციული ორგანიზაცია.

შპს რეგისტრაციის საფასური შეადგენს :

  • ერთი სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი

  • განცხადების შეტანის დღეს – 400 ლარი
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი
  • ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 26 ლარი (აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება)

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია87
ხატია87
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0