x
image
მაკა ნიკვაშვილი
"აი, იმ ავადმყოფის ცოდვამ უნდა გიწიოთ ყველას" - რამ აღაშფოთა თეა გვასალია

image


დედაქალაქში კილომეტრიან საცობებსა და მელიქიშვილის გამზირის დაუსრულებელი რეაბილიტაციის პროცესს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამჯერად, ყოფილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია ეხმაურება და იმის შესახებ წერს თუ როგორ დაბრუნდა სახლში შვიდის 15 წუთზე 4 საათზე გასული:


"2020 წელს ჩინეთში 1000 საწოლიანი, 25 000 კვ.მეტრის საავადმყოფო 9 დღეში აშენდა და ეს მელიქიშვილის გამზირი, თავისი ია-ვარდით და ბზით, რა გახდა ასეთი, ზაფხულის სამი თვე რომ არ ეყოთ და თან გვპირდებიან, ცალ მხარეს რომ გავხსნით, ბარემ მეორე მხარეს, კოსტავაზე ჩასასვლელს გადავკეტავთ და გადავთხრითო.


ოთხ საათზე გავედი დოლიძიდან, იმდენი ხანი ვიდექი ვარაზისხევის მისადგომებთან, რომ ზემოთ, შუქნიშანთან მისულს უკვე აღარ მახსოვდა სად მივდიოდი მანქანამ თავისით ამიყვანა ბარნოვზე, სადაც ბავშვი მიცდიდა და ოთხზე სახლიდან გასული, შვიდის 15 წუთზე დავბრუნდი სმოგით სავსე ფილტვებით, დაგლეჯილი ნერვებით და მშობლიური ენის უცენზურო სიტყვათა მარაგი რომ ამოვწურე და მეცოტავა, კიდევ ორ ენაზე გავუგზავნე მოკითხვა ყველას, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოგვიწყო.


გზა რომ ჩვენთვის კეთდება და უნდა მოვითმინოთ მე კი ვიცი და მაქსიმალურად ვცდილობ ცხვირი არ გავყო გარეთ, მაგრამ გმირთა მოედნის ესტაკადაზე გაჩხერილი სასწრაფო დახმარების მანქანა რომ ამაოდ იხვეწებოდა სირენის კივილით გზის დათმობას და მანქანები ერთი სანტიმეტრით ვერ იწეოდნენ ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ, აი, იმ ავადმყოფის ცოდვამ უნდა გიწიოთ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ქალაქში ასეთი კოლაფსის მოწყობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ"- წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.






0
526
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
526