x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124203
  • ვიდეო:355547
  • სურათი:496957
"არავის ვლანძღავ - უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებთ" - რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


ტელეწამყვანი და შოუმენი ნიკა ქავთარაძე დედაქალაქში შექმნილ სატრნსპორტო კოლაფსს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მოქალაქეებს ურჩევს საკუთარ გეგემებს გადახედონ, რადგან ისინიც მის მსგავსს სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ:


"დილით ვაკეში უნდა გავსულიყავი 55-ე სკოლასთან. 08:50 უნდა ვყოფილიყავი. ტრადიციულად 35-40 წუთი ვუნდებოდი ყოველთვის, პირველად არ მივდივარ. გურამიშვილიდან სადგურამდე მეტროთი და მერე ავტობუსით.


ისე გავთვალე, რომ სახლში მობრუნება და მერე სამსახურში წასვლა უნდა მომესწრო, მაგრამ წარმოუდგენელი ამბავი დამემართა, ზუსტად 1 საათი და 40 წუთი მოვუნდი. ანუ ერთი საათით მეტი. თან დამეირდა მეტროს გარდა სამი ავტობუსის გამოცვლა და სახლშიც ვერ დავბრუნდი.


არავის ვლანძღავ - არც მერიას, არც მგზავრებს, არც მძღოლებს.
უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებთ. მინდა იციდეთ, რომ თქვენს გეგმებს გადახედოთ."- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.




0
378
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
378