x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა მოგვივა თუ ცოტას შევჭამთ?!
საკვების ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის გამომუშავება, თუმცა ადამიანები ზოგჯერ მას იყენებენ კვებით სიამოვნების მისაღებად.



საკვები შეიცავს ისეთ ნივთიერებებებს, როგორიცაა ნახშირწყლები, ცხიმი, ცილები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც ზომიერი დოზით სასარგებლოა ორგანიზმისათვის. მაგრამ გადამეტებით საკვების მიღებას შეუძლია მავნებლობა. ასევე არსებობს პროდუქტები, რომლებიც დღის გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ უნდა მივირთვათ.




image


საკვები არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის. როცა უფრო მეტს ვიღებთ ვიდრე ვხარჯავთ, ის გადადის „რეზერვში“ ცხიმის სახით. თითოეული პროდუქტი: ხორცი, კომბოსტო, ღვინო და სხვა, შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის „ენერგიას“. საჭირო ხდება ამ ენერგიის რაოდენობის დათვლა, რისთვისაც შემოღებულია ერთეული, კილოკალორია (1 კილოკალორია - 1000 კალორია). ცალკე ეს სიტყვა არაფრისმთქმელია, ასი კილოკალორია ბევრია თუ ცოტა? გასაგები ენით რომ ვთქვათ, გაუხარჯავი ასი კილოკალორია გარდაიქმნება 11 გრამ ცხიმად.








უნდა გავითვალისწინოთ ასევე ხშირად გაგონილი, “ნივთიერებათა ცვლა”. რას ნიშნავს „ნივთიერებათა ცვლა“ და როგორაა ეს დაკავშირებული წონის მატებასთან? ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, თანაბარი რაოდენობით ითვისებს კალორიებს მიღებული პროდუქტიდან. განსხვავება იმაშია, რომ ხალხის ერთი ნაწილის ორგანიზმი გარდაქმნის მიღებულ კალორიებს ცხიმად, ნაწილი კი არ ინახავს და წვავს მას სითბოს გამოსაყოფად. ამ მოვლენას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს და დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან.



წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ საკვებით მიღებული ენერგია ჩვენს დანახარჯს აღემატება, წონას მოვიმატებთ, თუ ჩამოუვარდება- დავიკლებთ. ასე რომ, საკვების ენერგეტიკული ღირებულებისა და ჩვენი დანახარჯის გამოთვლა დიეტის აუცილებელი ნაწილია. ამისთვის კი, ბუნებრივია, საზომი ერთეული, ამ შემთხვევაში კალორია გვჭირდება.




მაგრამ რა მოხდება თუ ცოტა საკვებს მივიღებთ?



რა მოხდება თუ ცოტას შევჭამთ და 20 წლით მეტხანს ვიცოცხლებთ, ვიდრე უნდა ვიცოცხლოთ ბევრი კვების მიღების შემთხვევისას.



ლონდონის საუნივერსიტეტო ექსპერტები გვინმარტავენ, რომ მოკრძალებული მადა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. სტატისტიკურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობისგან გამოწვეული სიკვდილი პირველ ადგილზეა, მოგეხსენებათ. საცდელი ვირთხების სასიცოცხლო მაჩვენებელი, რომლებზეც ექსპერიმენტი სწორედ ამ კუთხით ჩაატარეს, 30%-ით გაიზარდა. რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი ჩვენთვის? ეს იგივეა, რაც ადამიანისთვის სიცოცხლის 20 წლით გახანგრძლივება. თუმცა, ნაკლები უნდა ჭამოთ იმ პირობით, თუ ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას და ვიტამინს იღებთ.



მაშასადამე, მცირე ულუფებით კვება, თუ ულუფებში მხოლოდ აუცილებელი ნივთიერებები და ვიტამინებია, სიცოცხლეს 20 წლით გაიხანგრძლივებთ.



1
86
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
86
  
2022, 23 სექტემბერი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1