x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰარი პოტერის სამყარო - ჰოგვორტსის სკოლა და მისი თითოეული სახლის მნიშვნელობა

image

მოგესალმებით მეგობრებო დღევანდელი პოსტი, ჩემი აზრით, ძალიან მოეწონებათ პოტერჰედებს, რადგან ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ჰოგვართსის თითოეული სახლი და რას ამბობს საკუთარ წევრებზე.


დარწმუნებული ვარ ისედაც კარგად იცით, თუმცა გამეორება ხომ ცოდნის დედაა?


პირველი რაც ჰოგვარტსში მისვლისას ხდება არის გამანაწილებელი ქუდის მეშვეობით იმის გარკვევა, თუ რომელ სახლს ეკუთვნის სტუდენტი. გრიფინდორს, სლიზერინს, რეივენკლოუს თუ ჰაფლეპაფს. მაგრამ რას ნიშნავს ჰოგვარტსის თითოეული სახლი სინამდვილეში?

დავიწყოთ გრიფინდორით


გრიფინდორის სახლი ის ადგილია, სადაც შეხვდებით ყველაზე გაბედულ და მამაც სტუდენტებს (სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სახლის სიმბოლო მამაცი ლომია). სახლის ფერები ალისფერი და ოქროსფერია, საერთო ოთახი მდებარეობს გრიფინდორის კოშკში და სახლის ხელმძღვანელია პროფესორი მინერვა მაკგონაგალი.

თუ გამანაწილებელი ქუდი აქ განათავსებს სტუდენტს, ის გამოავლენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა გამბედაობა, სიმამაცე, შრომის მოყვარეობა და მონდომება. ჯადოქრების სამყაროს ბევრი საუკეთესო და კაშკაშა ვარსკვლავი მიეკუთვნებოდა ამ სახლს, მხოლოდ ჰარი პოტერი და ალბუს დამბლდორი რად ღირს?


ვისაც უმართლებს და გრიფინდორში აღმოჩნდება, შეგვიძლია ვივარავუდოთ, რომ ისინი არიან ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია პატარა ბიჭის მხარდასაჭერად თავგანწირვა, ვისაც შეუძლია გამოიწვოს ავტორიტეტები, აქვს მიდრეკილება ჯერ იმოქმედოს და შემდეგ იფიქროს, ცნობილია როგორც კლასის მასხარა და სამაგიდო თამაშებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.


სლიზერინი


სლიზერინის სახლს რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სამწუხაროდ არასახარბიელო რეპუტაცია აქვს. მართალია, ბევრი ბნელი ჯადოქარი და მაგიკოსი იყო სლიზერინში განაწილებული, მაგრამ ყველა, ვინც ამ სახლს ეკუთვნის, ცუდი და ბოროტი როდია?. სინამდვილეში, არსებობს უამრავი შესანიშნავი თვისება, რომელსაც გამანაწილებელი ქუდი პოტენციურ სლიზერინელებში ეძებს და თავად მერლინიც კი ამ ამოუცნობ სახლს მიეკუთვნოდა!

სლიზერინის სახლის ფერები არის ვერცხლისფერი და ზურმუხტისფერი მწვანე, ხოლო ემბლემაზე გამოსახულია გველი. სახლის უფროსი არის პროფესორი სევერუს სნეიპი, საერთო ოთახი მდებარეობს ტბის ქვეშ მდებარე დილეგებში (რაც სლიზერინის იდუმალებას კიდევ უფრო ჰმატებს).

თუ გამანაწილებელი ქუდი ამ კეთილშობილ სახლში განათავსებს სტუდენტს, მაშინ დიდი ალბათობით ის ამბიციური, გამჭრიახი და შესაძლოა სიდიადისთვის დაბადებულიც კი იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მისი სტუდენტები არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგანან, აქვთ შავი იუმორის გრძნობა, თვლიან, რომ რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ამაყობენ საკუთარი გარეგნობით და არავის აძლევენ საშუალებას დაინახონ მათი რბილი და მგრძნობიარე მხარე.


ამ სახლის ცნობილი წარმომადგენლები არიან: ჰორას, სლაგჰორნი, სევერუს სნეიპი, დრაკო მალფოი და მისი ოჯახი, ბელატრიქს ლესტრეინჯი, დოლორეს ომბრიჯი, და რა თქმა უნდა ლორდი ვოლდემორტი იგივე ტომ რიდლი.


რავენქლოუ


თუ ჰოგვორთსის ყველაზე ჭკვიანი სტუდენტების ძებნას დავიწყებთ - მათ სწორედ რავენქლოუში აღმოვაჩენთ (რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა ჰერმიონ გრეინჯერი). რეივენქლოუს ფერები არის ლურჯი და ბრინჯაოსფერი, ემბლემაზე გამოსახულია არწივი, სახლის უფროსი პროფესორი ფილიუს ფლიტვიკია ხოლო საერთო ოთახი მდებარეობს რავენქლოს კოშკის თავზე, მოჯადოებული დამკაკუნებლის უკან.

გამანაწილებელი ქუდი მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსებს სტუდენტს ამ სახლში, თუ ის გამოავლენს ბრწყინვალე სიბრძნეს, ჭკუას და სწავლის უნარს. ცნობილია, რომ საკმაოდ ექსცენტრიული და დიდი ჯადოქრების, გამომგონებლებისა და ინოვატორების უმეტესობა სწორედ ამ სახლიდანაა.

რეივენკლოუ თაუერში მოხვედრა და იქიდან გადაშლილი შესანიშნავი ხედების დათვალიერება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვინც ისეთი ადამიანია, რომელიც ყველაფერს აანალიზებს, აქვს მრავალი მიღწევა, არ ეშინია იყოს ინდივიდუალური და თავი გამოტენილი აქვს საინტერესო ფაქტებით.


ამ სახლის ცნობილი სტუდენტები: ლუნა ლავგუდი, ჩო ჩანგი, გარიკ ოლივანდერი, გილდეროი ლოკჰარტი, ფილიუს ფლიტვიკი, სიბილ ტრელონი.


ჰაფლეპაფი


ჰაფლეპაფი ის ადგილია სადაც შეხვდებით ყველაზე სანდო და შრომისმოყვარე სტუდენტებს. ფაქტობრივად, ყველა სხვა სახლთან შედარებით, ჰაფლეპაფმა გამოუშვა ყველაზე ნაკლები ბნელი ჯადოქარი.. მაჩვი ამ სახლის სიმბოლოა, ფერები ყვითელი და შავია, სახლის უფროსი პროფესორი პომონა სპროუტია და საერთო ოთახი შეგიძლიათ ნახოთ ჰოგვორტსის სამზარეულოებთან ახლოს.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰაფლეპაფის სტუდენტები ყველაზე ნაკლებად ჭკვიანები არიან ჰოგვარტსის სტუდენტებს შორის – მაგრამ ეს ასე არ არის. ჰაფლპაფი უბრალოდ ყველაზე თავმდაბალი სახლია ყველა სახლთან შედარებით და არ გრძნობს საჭიროებას, იყვიროს თავიანთი მიღწევების შესახებ ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

ამ სახლში მოხვედრილ სტუდენტებს, შეიძლება ითქვას, რომ გააჩნიათ ძლიერი მორალური კომპასი, ისინი ყოველთვის შრომობენ, არიან ყველაზე ერთგული მეგობრები და მათ ყოველთვის საუკეთესო საჭმელები აქვთ.


ამ სახლის ცნობილი სტუდენტები: სედრიკ დიგორი, ნიუტ სკამანდერი, სპრუტი...

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0