x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"უჰ ისეთი ამბავია, ვინ სად დაიმალოს არ იციან, გარბიან"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაო ჩარკვიანი რუსეთში პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"დიახ, უჰ ისეთი ამბავია რუსეთში, ვინ სად დაიმალოს არ იციან, გარბიან, თავს იზიანებენ., ზოგი საკუთარ თავს თავად იზიანებს იარაღით, გარბიან საკუთარი ქვეყნიდან, ამ -მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტს გაურბიან, აღარ უნდათ ომში ( აი ჩვენი პოლიტიკანი ბურჯანაძე და გამყიდველნი ძმანნი მისნი “პრიმაკოვის ფონდი ” და “ალტინფოელები”, რომ დიდ პოლიტიკოსს უწოდებენ იმ მსოფლიოში ტერორისტად აღიარებული”პოლიტიკოსისგან” გარბიან), უკრაინასთან და საერთოდ მთელს დემოკრატიულ სამყაროსთან წაგებულ ომში მობილიზაციას და უეჭველ – გარანტირებულ სიკვდილს სთავაზობს პუტინი რუსეთში ხალხს!!!!!


ფსკერზეა და დარჩენილების ჩათრევას ცდილობს! “თავისუფლება ლომთა ხვედრია” ძლიერების- მებრძოლების, ვაჟკაცების გვამებზე გადამბიჯებლების და სამშობლოზე ომის გადამბრალებლების არა…"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულება უკვე გაფორმებულია, რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყო. სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.






0
485
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485