x
მეტი
  • 06.10.2022
  • სტატია:122807
  • ვიდეო:355147
  • სურათი:495076
დადასტურებულია: ასტრონომებმა კოსმოსში "მეორე დედამიწა" აღმოაჩინეს
Kepler-186f - ასე ეწოდება პლანეტას, რომელიც გედის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 500 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ზონაში, ანუ ისეთ მანძილზე საკუთარი დედა ვარსკვლავიდან, სადაც მის ზედაპირზე წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა შესაძლებელია.


ყველაზე უნიკალური პლანეტა Kepler-186f-ის შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ეს არის ზუსტად დედამიწის ზომის მქონე პირველი პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში. აქამდე აღნიშნულ ზონაში აღმოჩენილი ყველა პლანეტა ჩვენს პლანეტას მეტისმეტად აღემატებოდა ზომებით და მასით.


დედამიწა


Kepler-186f-ის გარდა აღნიშნულ სისტემაში კიდევ 4 პლანეტაა, რომლებიც იმავე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ.



“ჩვენ ვიცნობთ ერთადერთ პლანეტას, რომელზეც არსებობს სიცოცხლე და ეს დედამიწაა. როდესაც ვეძებთ პლანეტას მზის სისტემის ფარგლებს მიღმა, ჩვენ სწორედ დედამიწის მსგავს ციურ სხეულს ვეძებთ, რომელზეც პოტენციურად სიცოცხლე შეიძლება განვითარდეს”, - ამბობს SETI-ს თანამშრომელი ელისა კანტანა, რომელიც წლებია, არამიწიერი სიცოცხლის ფორმების მოძიებით არის დაკავებული. სწორედ მან გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Science-ში Kepler-186f-ის აღმოჩენის შესახებ.


დედამიწა


“დედამიწის ზომის ციური სხეულის აღმოჩენა, რომელიც სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში მდებარეობს, უზარმაზარი მიღწევაა”, - აღნიშნა მან.


იმ ვარსკვლავის მასა, რომლის ირგვლივ ახლად აღმოჩენილი პლანეტა ბრუნავს, მზის მასის მხოლოდ ნახევარს შეადგენს. ამიტომ Kepler-186f იმ ენერგიის მხოლოდ 30 %-ს მიიღებდა, რასაც დედამიწა იღებს მზისგან, უცხო ცთომილი ჩვენი პლანეტის მანძილზე რომ მდებარეობდეს საკუთარი მნათობიდან. მაგრამ ის გაცილებით ახლოს მდებარეობს დედა ვარსკვლავთან და ამიტომ მისი ერთი წელიწადი სულ რაღაც 130 დღეს გრძელდება.


მეცნიერების მტკიცებით, ჩვენს გალაქტიკაში 40 მილიარდამდე დედამიწის ზომის პლანეტაა, საიდანაც გარკვეული ნაწილი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ არ აღმოგვიჩენია ეს პლანეტები.

2
546
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
546
  
22 სექტემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2