x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133855
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
5 ჩვევა, რომლებიც კატეგორიულად არ უნდა აპატიოთ მამაკაცს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევათ
image

სად არის მოთმინებისა და გულმოწყალობის ზღვარი?ჩვენ მხოლოდ მამაკაცების იმ ქმედებებს გაგახსენებთ, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ქალი არ უნდა შეეგუოს, მით უმეტეს, თუ ამას სისტემატური ხასიათი მიეცა.



რა უნდა აპატიოს კაცს და რა არა, ამას თითოეული ქალი ინდივიდუალურად წყვეტს. სიტუაციები განსხვავებულია. ხშირად, დაპირისპირება ამაღლებული ტონების ფონზე მიმდინარეობს და ატმოსფერო უკიდურესად დაძაბულია. თუმცა, მამაკაცების ქცევები, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ ამ ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს, ხოლო მამაკაცის ასეთ ჩვევებზე თვალის დახუჭვა, ქალს შეიძლება დაუჯდეს ძალიან ძვირი;საბოლოოდ გატეხილი გულით და დანგრეული ცხოვრებით.




5. როცა მამაკაცი გღალატობთ





თუ კაცმა ერთხელ მაინც გადაწყვიტა ღალატი, აბსოლუტურად არ არსებობს იმის გარანტია, რომ პატიების თხოვნას სხვა მრუშობა არ მოჰყვება . რა თქმა უნდა, აპატიებს თუ არა ღალატს, ეს იმ პარტნიორის გადასაწყვეტია, ჩვენ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ძალზე ძნელი იქება უწინდელი ნდობისა და გულწრფელობის დაბრუნება, ისევე როგორც არ გამოვა ცხოვრება მუდმივი ღალატის შიშის გარეშე.




4.თუ მამაკაცი ამცირებს ქალს, განსაკუთრებით უცხო ადამიანების წინაშე




თუ მამაკაცი ნაცნობების ან ხალხის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს ქალს შეიძლება ასეთ ადამიანს მოსიყვარულე ეწოდოს? ვითომ ხუმრობით ნათქვამმა დამამცირებელმა ფრაზებმაც კი უნდა დააფიქროს ქალი. თუ მამაკაცი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ცალკე და მით უმეტეს საჯაროდ დაამციროს თავისი რჩეული, ღიირს საერთოდ ასეთ მამაკაცთან გაჩერება?






3.როდესაც მამაკაცი ცუდად ეპყრობა ბავშვებს




თუ ქალს ძალუძს თვალის დახუჭვა ბევრ რამეზე (ან თითქმის ყველაფერზე), დაკარგა სიამაყის გრძნობა და თუკი დარჩა თავმოყვარეობის ნარჩენები, მაშინ არ უნდა დაუშვას ბავშვზე ძალადობა. ბავშვი არ უნდა გაიზარდოს ძალადობისა და შიშის ატმოსფეროში, მას არ შეუძლია დაიცვას თავი ზრდასრულის თავდასხმებისგან. თუ მამაკაცი ტირანია თავის ვაჟის ან ქალიშვილის მიმართ, ყველაზე სერიოზული ზომები უნდა იქნას მიღებული.






2.როდესაც მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე






ფსიქიკურად ჯანმრთელი, შეგნებული მამაკაცი არასოდეს წყვეტს კონფლიქტს საყვარელ ქალთან ძალის დახმარებით. თავდასხმა იწვევს არა მხოლოდ მორალურ დამცირებას, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის მყიფე, ნაზი არსების ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. მშვენიერი სქესის ბევრ წარმომადგენელს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ თუ ჯენტლმენს ერთ ასეთ შეცდომას აპატიებენ, ის გამოასწორდება. მაგრამ, ეს იშვიათად ხდება.როგორც წესი, ეს უკურექციას იწვევს და მამაკაცი დროდადრო იმეორებს ასეთ "სასჯელებს".






1. როცა მამაკაცი სახიფათოდ დამოკიდებული ხდება




Სახიფათოდ რაიმეზე დამოკიდებულ ადამიანთან ჯანსაღი ურთიერთობა შეუძლებელია. კაზინო, სათამაშო აპარატები, ნარკოტიკები თუ ალკოჰოლი - ეს ყველაფერი მძიმედ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მას ისე შეეცვლება ხასიათი, რომ ვეღარ იცნობთ, მაშინაც კი, თუ პარტნიორი დათანხმდება მკურნალობას, თქვენი ცხოვრება ასეთი მამაკაცის გვერდით გადაიქცევა თამაშად, სახელწოდებით „რუსული რულეტკა“, სადაც ან გაგიმართლებთ ან არა.

4
246
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
246
  
2022, 26 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4