x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აფხაზების თავდასხმა ქართულ სამოქალაქო ავიაციაზე სოხუმის აეროპორტში
image

1993 წლის 20-დან 23 სექტემბრამდე პერიოდში, აფხაზეთის ომის დროს, გაიმართა ე.წ. მესამე ბრძოლა სოხუმისთვის. აფხაზურმა ჯარებმა მოახერხეს სოხუმში დისლოცირებული ქართული ჯარების სახმელეთო გზების გადაკეტვა, რის გამოც ბლოკადაში მოექცნენ.


image


შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა სოხუმში დარჩენილი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებინა ჯერ კიდევ მათ მიერ კონტროლირებადი სოხუმის სამოქალაქო აეროპორტი, რაშიც ჩართული იყო სამოქალაქო ავიაციაც. საპასუხოდ აფხაზურმა ჯარებმა ავიალაინერებზე შეტევა დაიწყეს, თავდასხმა ხდებოდა ზღვიდან, როდესაც თვითმფრინავები აეროპორტის ბილიკზე ჯდებოდნენ.ამ პერიოდში, გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა Transair Georgia-სა და ORBI Georgian Airways-ის 5 ქართული ავიალაინერი.





20 სექტემბერი






აფხაზური არტილერიის მიერ აეროპორტის დაბომბვის შედეგად, ავიაკომპანია ORBI Georgian Airways-ის Tu-134A CCCP-65809 (ქარხანული ნომერი - 3352110, ექსპლუატაციაში იყო 1974 წლის 21 იანვრიდან), რომელიც იდგა სოხუმში (ბაბუშარა) აეროპორტში, განადგურდა. ამ შემთხვევაში არავინ დაღუპულა.




21 სექტემბერი




Tu-134 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც სოჭიდან მიფრინავდა სოხუმის ბაბუშარის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და რომელსაც გადაჰყავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, სოხუმის მახლობლად მოხვდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა. თვითმფრინავი ჩაეშვა შავ ზღვაში. დაიღუპა ბორტზე მყოფი 22 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთივე წევრი.






22 სექტემბერი






თბილისიდან სოხუმისაკენ მფრენი Tu-154 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც გადაჰყავდა ქართველი მოხალისეები, რუსი სამხედროებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული რაკეტის მოხვედრის შედეგად აფეთქდა სოხუმის აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენ ბილიკზე. ბორტზე იმყოფებოდა 132 ადამიანი, რომელთაგანაც დაიღუპა 108 მათგანი.




23 სექტემბერი




ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც უნდა აფრენილიყო ბაბუშარას აეროპორტიდან, მგზავრთა ჩასხდომის პროცესში აფხაზმა სეპარატისტებმა საარტილერიო დანადგარიდან ესროლეს რაკეტა. ავიალაინერს გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი.




აფხაზი სეპარატისტების მიერ გაშვებული საჰაერო რაკეტების მოხვედრის შედეგად. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 136-ს მიაღწია.


image


0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0