x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი მამაკაცი, რომლებიც ჩაცმის უნიკალური სტილით ქალებს არ ჩამოუვარდებიან

მამაკაცის მოდა ერთ ადგილას არ დგას. ცნობილი სახეები მუდმ ირჩევენ ახალ ტენდენციებს და ყოველთვის შესამჩნევები ხდებიან წითელ ხალიჩაზე :

1. ტიმოტი შალამე

ახალგაზრდა მსახიობი მოდის სამყაროში თამამ ნაბიჯებს დგამს. ის უფრო ექსპერიმენტულ მიდგომას იღებს საკუთარი გარდერობის ფორმირებაში და ჩაცმულობა ვენეციის კინოფესტივალზე 2022 წელს ამის ნათელი დადასტურებაა.

შალამე წითელ ხალიჩაზე ნათელი წითელი შარვლის კოსტუმში გამოჩნდა, ამოღებული ზურგით და ყველას ყურადღება მიიქცია.image

2. მეთიუ მაკკონაჰი

მსახიობი ლონდონში სოლიდურად და კომფორტულად გამოჩნდა. ცხვრის ტყავის ქურთუკი, 70-იანი წლების სტილის სათვალე და ჩექმები - მაკკონაჰი ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურებოდა.image

3. ჯარედ ლეტო

ლეტო გამუდმებით ავლენს სტილის გრძნობას და ადვილად უვლის გვერდს ნებისმიერ სტერეოტიპს, რომელიც დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორი ტანსაცმელია მამაკაცისთვის შესაფერისი და როგორი არა.

მაგალითად, ჯარედმა ესპანეთში წითელი ხალიჩისთვის პიტნისფერი ატლასის კოსტუმი აირჩია და ავსებდა მას დიდი ვარდისფერი შროშანის ყვავილით. ჩაცმულობის მთავარი ნაწილი კი იყო მაქმანებიანი პერანგი მაღალი საყელოთი.image

4. დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი ფორმულა 1-ის გრან პრიზე გამოჩნდა შავი შარვლით და მუქი ლურჯი პერანგით, კონტრასტული თეთრი ღილებით. სპორტსმენმა ჩაცმულობა შეავსო თეთრი ბლეიზერით, ჩაცმულობას ასრულებდა ყავისფერი ტყავის თასმებიანი ფეხსაცმელი.image

5. რობერტ პატინსონი

ერთ-ერთ ჩვენებაზე პატინსონი Dior-ის ორმაგ პალტოში გამოჩნდა. მას ამშვენებდა მოცულობითი შალის შარფით შექმნილი მოსაცმელი.

პალტოს ქვეშ მსახიობს შოკოლადისფერი ტყავის ქურთუკი, ღია ყავისფერი შარვალი და მასიური ლაქის ჩექმები ეცვა.image

6. ჯეისონ მომოა

ჯეისონ მომოას ლონდონში Dune-ს პრემიერაზე ეცვა სამმაგი კოსტიუმი პატარა ჯაჭვით მორთულობით.image

7. ჰარი სტაილსი

ჰარი სტაილსი საკუთარ თავს არ ღალატობს. მუსიკოსი კიდევ ერთხელ მოექცა ყველას ყურადღების ცენტრში. ვენეციაში გამართულ ღონისძიებაზე მომღერალი და მსახიობი გამოჩნდა 70-იანი წლების შთაგონებული სამოსით: მას ეცვა ფართო შარვალი და ქურთუკი მოცულობითი მხრებით. მისი იმიჯი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელის - ელტონ ჯონის პატივისცემის ჟესტად იქცა.image

8. ჯასტინ ტიმბერლეიკი

2018 წლის BRIT Awards-ზე ჯასტინ ტიმბერლეიკმა თავისი კოსტიუმი ღია წითელი შარფით გააფორმა და კარგადაც გამოიყურებოდა.image

9. ოსტინ ბატლერი

კანის 75-ე კინოფესტივალზე ბატლერმა გაიმეორა ელვისის იმიჯი, რომის როლიც ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში. მსახიობმა ელვისის უფრო თანამედროვე ჩაცმულობა შექმნა. image

10. ბრედ პიტი

ბრედ პიტი ხშირად უგულებელყოფს სოციალური მოვლენების ჩაცმის კოდს. ფილმის “ტყვიაზე სწრაფი"-ს პრემიერაზე მან უარი თქვა სტანდარტულ შავ სმოკინგზე და მუქ ლურჯ კოსტიუმებზე, რომლებიც უფრო ნაცნობია ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩებზე. მსახიობმა აირჩია ნათელი ფერები და ოსტატურად შეახამა ისინი. image



5
542
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
542
  
2022, 30 სექტემბერი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5