x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
ვიდეო: დედოფალ ელიზაბეტ II -ს თავისი ძაღლებიც დაემშვიდობნენ

image
ცხოველები დედოფლის თანაშემწეებმა მიიყვანეს, რომლებიც ამჟამად ძაღლებს უვლიან.




დიდ ბრიტანეთში დაკრძალეს დედოფალი ელიზაბეტ II, რომელიც ქვეყანას 70 წელი მართავდა. მის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას ესწრებოდა არა მხოლოდ ათასობით მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი, არამედ, ასიათასობით ბრიტანელი, რომლებიც 12-14 საათის განმავლობაში ელოდნენ რიგში მის უდიდებულესობას წლების განმავლობაში სამსახურისთვის უკანასკნელად მადლობის სათქმელად. თუმცა, თვითმხილველებში ყველაზე ემოციურები იყვნენ დედოფლის ოთხფეხა კორგიები ( უელშ კორგი პემბროკი — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში X საუკუნეში.} სენდი და მუიკი, რომლებიც ორმა თანაშემწემ მოიყვანეს.

ძაღლები მოთმინებით ელოდნენ ვინძორის სასახლიდან მონარქის კუბოს გამოსვენებას.





პრინცი ენდრიუ მიესალმა ცხოველებს, როდესაც იგი ვინძორის ციხესიმაგრეში მივიდა მისი უდიდებულესობის დაკრძალვის ცერემონიამდე. მან განაცხადა, რომ კორგიებს თავის ყოფილ მეუღლესთან სარა ფერგიუსონთან ერთად მოუვლის.






მუიკი და სენდი დედოფალს ედინბურგის ყოფილი ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ აჩუქეს. კორგი მუიკა და ფერგუსი ჰერცოგმა 2021 წლის დასაწყისში აჩუქა. თუმცა, ფერგუსი გარდაიცვალა ხუთი თვის შემდეგ და მოგვიანებით შეცვალეს ახალი კორგით, სახელად სენდი, რომელიც დედოფალს გადასცეს პრინცმა ენდრიუმ და მისმა ქალიშვილებმა, პრინცესებმა ბეატრიჩემ და ევგენიმ, დედოფლის 95 წლის იუბილეზე.





მონარქი თაყვანს სცემდა ძაღლებს. პირველი კორგი სუზანა გადასცეს 18 წლის ასაკში დაბადების დღის საჩუქრად გარდაცვლილი მამისგან, მეფე ჯორჯ VI-ისგან. შმდგომ ათი თაობა წარმოიშვა სუზანისგან. სულ რაღაც 70 წელიწადში ელიზაბეტ II-ს დაახლოებით 30 კორგი ჰყავდა.



მის ძაღლებს მეფურად ექცეოდნენ: მათ ჰქონდათ საკუთარი ოთახები აწეული წნული კალათებით, ხოლო ძროხის, ქათმის, კურდღლის, ღვიძლის, კომბოსტოს და ბრინჯის კერძებს შეფ-მზარეული ყოველ საღამოს ამზადებდა. ზოგჯერ დედოფალი თავად ამზადებდა საჭმელს ძაღლებისთვის.



პრინცი ფილიპი ყოველთვის არ იზიარებდა მეუღლის სიყვარულს ცხოველების მიმართ. თვითმხილველების თქმით, ის ვერ იტანდა ძაღლების ყეფას.


image

დედოფალთან გამოსამშვიდობებლად არა მარტო კორგიები მიიყვანეს. მისი უდიდებულესობის პონი ემაც მიიყვანეს პატრონთან გამოსამშვიდობებლად. ცხოველი თავმდაბლად იდგა, სანამ კუბო მიჰქონდათ. ცხენს თან ახლდა ტერი პენდრი, დედოფლის უკანასკნელი მენეჯერი, რომელმაც მუხლი მოიყარა მათ ახლოს კატაფალკის ჩავლის შემდეგ.



1
218
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
218
  
21 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1