x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
21 წლის პოეტი და ფეხბურთელი გიორგი ინანაშვილი გარდაიცვალა - მას სიღნაღში დაკრძალავენ
image


21 წლის ახალგაზრდა, რომლის გადასარჩენად, საზოგადოებაც იბრძოდა, გარდაიცვალა. გიორგი ინანაშვილი დიდხანს საფრანგეთში მკურნალობდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ის საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა, თბილისში, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მკურნალობის პროცესი სამი წელი მიმდინარეობდა.

.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ინანაშვილს სასწრაფო მკურნალობა, ამერიკულ ფეხბურთზე ვარჯიშის დროს, ფეხზე მიღებული ტრავმის გამო დასჭირდა.


.

"სამი წლის წინ, ვარჯიშის დროს ფეხზე ტრავმა მიიღო. საფრანგეთში წავიდნენ დედა და შვილი, რომ მკურნალობა ჩაეტარებინათ, რადგან აქ, ეს შეუძლებელი იყო. როცა უჭირდათ, საზოგადოებაც ეხმარებოდათ, ანგარიშის ნომრები ქვეყნდებოდა თანხების მობილიზაციისთვის. ფეხის ამპუტაცია მაინც დასჭირდა. შემდეგ, სარკომა განუვითარდა და იქაც იმედი გადაიწურეს. რამდენიმე დღე, საქართველოში, უკვე რეანიმაციაში იწვა. საოცარი ბიჭი იყო, დიდსულოვანი, იუმორით სავსე. არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა და საჯაროდაც კითხულობდა. იშვიათი დედაშვილობა ჰქონდათ, მსგავსს ვერსად ნახავთ. დედა რომ ჩამძახის, არ დაიღალოო, უფრო ვძლიერდებიო, ამბობდა. ყველასთვის უდიდესი ტრაგედიაა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა, ამ ყველასგან გამორჩეულ ბიჭს"- ამბობენ ახლობლები. 21 წლის გიორგი ინანაშვილს, 24 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში გადაასვენებენ.

.

გიორგის პანაშვიდი 22-23 სექტემბერს - ქ.თბილისი. ვაჟა- ფშაველას მე-3 კვარტალი, მე-2 კორპუსი, პირველი სადარბაზო, მე-2 სართული.
24 სექტემბერს გადასვენება სიღნაღის რ-ნი, სოფელი ქვ.მაღარო.
დაკრძალვა - 25 სექტემბერს.
.
imageimage

image
7
1072
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1072
  
2022, 2 ნოემბერი, 1:09
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 ოქტომბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7