x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტოპ 10 სერიული მკვლელი: ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირეს
image






10. ვანგ ქიანგი, ჩინეთი ;მსხვერპლი: 45 დადასტურებული, შესაძლოა 60-ზე მეტიც. სად და როდის: ლიაონინგი 1995 წლიდან 2003 წლამდე. ის ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მკვლელად და მოძალადედ ითვლება.

image


9. ალექსანდრე პიჩუშკინი, რუსეთი; მსხვერპლი: 48 დადასტურებული, შესაძლოა 60. სად და როდის: მოსკოვი 1992 წლიდან 2006 წლამდე. ასევე ცნობილი როგორც "ჭადრაკის დაფის მკვლელი", ის იყენებდა არაყს მსხვერპლის, ძირითადად, ხანში შესული უსახლკარო მამაკაცების მოსატყუებლად. ბევრი ვარაუდობს, რომ მას სურდა გამხდარიყო ყველაზე საშინელი მკვლელი რუსეთის ისტორიაში.


image

8. გარი რიჯვეი, აშშ ;მსხვერპლი: 49 დადასტურებული, შესაძლოა 90-ზე მეტი. სად და როდის: ვაშინგტონის შტატი 1982 წლიდან 2000 წლამდე. ასევე ცნობილი როგორც "მწვანე მდინარის მკვლელი"(Green River Killer) სატვირთო მანქანის მძღოლი ნადირობდა დაუცველ ქალებზე, განსაკუთრებით სექსმუშაკებსა და სახლიდან გაქცეულებზე.


image

7. ანატოლი ონოპრიენკო, უკრაინა; მსხვერპლი: დადასტურებულია 52. სად და როდის: უკრაინა 1989 წლიდან 1996 წლამდე. ის ძარცვავდა და კლავდა, როგორც ქუჩაში, ასევე იზოლირებულ სახლებში, კლავდა ძირითადად მამაკაცებს.

image


6. ანდრეი ჩიკატილო, უკრაინა; მსხვერპლი: 53 დადასტურებული, შესაძლოა 56. სად და როდის: როსტოვის ოლქი, რუსეთი, 1978 წლიდან 1990 წლამდე.ასევე "როსტოველი მფატრავის" სახელით ცნობილი, სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა მსხვერპლთა დასახიჩრებით გაითქვა სახელი, ხშირად მათი სასქესო ორგანოებსაც ჭამდა.

image


5. იანგ სინგხაი, ჩინეთი; მსხვერპლი: დადასტურებულია 67. სად და როდის: ანჰოი, ჰებეი, ჰენანი და შანდონგი 2000-დან 2003 წლამდე. სახლებში შედიოდა და ყველა მცხოვრებს ნაჯახით, ჩაქუჩით და ნიჩბით კლავდა. მას ყოველთვის ახალი ტანსაცმელი და დიდი ფეხსაცმელი ეცვა.

image


4. პედრო როდრიგეს ფილო, ბრაზილია; მსხვერპლი: 71 დადასტურებული, შესაძლოა 100-ზე მეტი. სად და როდის: მინას გერაისი 1967 წლიდან 2003 წლამდე. 14 წლისა იყო, როდესაც მოკლა პოლიტიკოსი. ის აგრძელებდა მკვლელობებს რა დროსაც პატიმრებზე ჰქონდა ფოკუსირება, მან მოკლა საკუთარი მამაც და მისი გულის ნაწილიც შეჭამა.

image

3. დანიელ კამარგო ბარბოსა, კოლუმბია, მსხვერპლი: 72 დადასტურებული, შესაძლოა 180. სად და როდის: ეკვადორი, კოლუმბია და შესაძლოა ბრაზილია 1974 წლიდან 1986 წლამდე. იმის გამო, რომ ის ქალწულებზე ნადირობდა, მისი მსხვერპლის უმეტესობა ბავშვები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან 72 ადამიანი მოკლა, როგორც ამბობენ, მან სულ მცირე 150 ადამიანზე სექსუალურად იძალადა.

image


2. პედრო ლოპესი, კოლუმბია; მსხვერპლი: 110 დადასტურებული, შესაძლოა 300-ზე მეტი. სად და როდის: კოლუმბია, პერუ და ეკვადორი 1969 წლიდან 1979 წლამდე. "ანდების მონსტრის" სახელით ცნობილი, ის ახალგაზრდა გოგოებს იტაცებდა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ციხეში, რის შემდეგაც გაიქცა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

image

1. ლუის გარავიტო, კოლუმბია ;მსხვერპლი: 138 დადასტურებული, შესაძლოა 300-ზე მეტი. სად და როდის: კოლუმბია, ეკვადორი და ვენესუელა 1992 წლიდან 1999 წლამდე. "ურჩხულის" სახელით ცნობილი, ის უფრო ხშირად ნადირობდა უსახლკარო ბიჭებზე, იტყუებდა მათ ფულით. ის ხშირად სანამ მოკლავდა მსხვერპლს, მანამდე სასტიკად აწამებდა.

image

5
786
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
786
  
2022, 26 სექტემბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5