x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
19 წლის შიშველმა ბიჭმა დედოფალ ელისაბედის კუბოსთან რიგში მდგომ ორ ქალს გაუპატიურება დაუპირა
image

დიდ ბრიტანეთში, 19 წლის ბიჭი ადიო ადეშინი დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოსთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგარ ქალებს სექსუალურად ავიწროებდა.ამის შესახე წერს ტაბლოიდი Daily Mail-ი, გარყვნილი ქმედების ჩამდენი ახალგაზრდა ცდილობდა მიმალულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა საბოლოოდ დაიჭირეს.



შემთხვევა გასულ ოთხშაბათს მოხდა. მრავალათასიან რიგში მდგარმა გოგონამ შენიშნა, რომ შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა, შემდეგ კი დუნდულებზე შეხება იგრძნო. ცოტა მოგვიანებით, ახალგაზრდამ ახლა სხვა ქალს ებღლარძუნებოდა, რომელიც ასევე ელისაბედ II-ს გამოსამშვიდობებლად, რიგში იდგა. შედეგად, მსხვერპლებმა შიშველი გარყვნილის შესახებ შეატყობინეს ვესტმინსტერის სასახლის მცველებს და იქ მორიგე პოლიციელებს.



გაქცევის მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ მობილური გადააგდო, შემდეგ კი მდინარე ტემზაში გადახტა, მაგრამ მდინარიდან ამოსვლის შემდეგ მალევე დააკავეს.



პარასკევს სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა სექსუალური შევიწროების მუხლით, მომდევნო სასამართლო სხდომა 14 ოქტომბერსაა დანიშნული.



ათიათასობით ადამიანი მთელი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საათობით იდგნენ რიგში, რათა გამომშვიდობებოდნენ დედოფალს.



მაგალითად ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ელისაბედ II-ის კუბოსთან 13 საათის განმავლობაში იდგა რიგში. როგორც Sky News არხი იტყობინებოდა, მას რიგი შუაღამის სამ საათზე ერგო.


შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი მისი უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზ III გახდა . ელისაბეთ II-ის დაკრძალვა, გუშინ 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

0
249
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0