x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თურქეთმა აკრძალა "МИР"-ის საბანკო ბარათების მომსახურება, აქამდე მხოლოდ ეს ბარათი მოქმედებდა რუსი ტურისტებისათვის
image
მას შემდეგ რაც რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა რუსეთს და მის მოქალაქეებს დაუწესა სანქციები, რომელშიც საბანკო მომსახურებების აკრძალვაც შედის.



რუსების დიდი ნაკადი რომელიც ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ისვენებდა ან აზიის კურორტებზე, იძულებული გახდა თურქეთისკენ აეღოთ გეზი, არც საქართველოშია რუსების ნაკლებობა, მართალია ხელისუფლება იძახის ტურისტებიაო, მაგრამ როცა ამხელა მასა შემოდის ერთბაშად მთლად ნორმალური არაა ასეთი განცხადების გაკეთება, როგორც ვიცი უამრავი რუსია საქართველოში შემოსული რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ანუ საქართველოში უკანონოდ იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები რომლებიც ნამყოფი არიან ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში (სამაჩაბლოში) და უცხოეთში გადასაადგილებლად განკუთვნილ პასპორტებში ჩაკრული აქვთ სეპარატისტული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმის ბეჭდები.



სანქციებმა თურქეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა რუსი ტურისტების სახით, თუმცა თურქეთი, როგორც "ნატოს" ალიანსის წევრი ქვეყანა იძულებული იყო მიერთბოდა საბანკო სანქციებს რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დაუწესეს, თუმცა თურქეთში თურქულ ბანკებში მაინც მოქმედებდა "МИР"-ის საბანკო ბარათები, რომლის დახმარებითაც რუსი ტურისტები იოლად აგვარებდნენ ბანკიდან საჭირო თანხის გამოტანას.



მართალია ყველა თურქული ბანკი არ ახდენდა საბანკო მომსახურებას აღნიშნული ბარათით, მაგრამ ხუთი თურქული საბანკო ქსელი ახდენდა აღნიშნული ბარათის მომსახურებას, ეს ბანკებია:




— Ziraat Bankası;

— Vakifbank;

— HalkBank;

— İş Bankası;

— Denizbank
ამჟამად ამ ბანკებმაც შეწყვიტეს რუსი ტურისტების მომსახურება, რაც რუს ტურისტებს მძიმე დღეში ჩააგდებს, მაგრამ ამავდროულად უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის თურქული საბანკო სისტემაც ამ აკრძალვით.

0
96
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
96