x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მორიგი სკანდალი - ფოტომოდელმა Maroon 5-ის სოლისტ ადამ ლევინთან რომანის შესახებ ისაუბრა, როდესაც მისი ცოლი მესამე ბავშვზეა ორსულად

ინსტაგრამის მოდელმა და tiktok-ის ბლოგერმა სამნერ სტროუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ერთი წელია ხვდება მუსიკოს ადამ ლევინს, Maroon 5-ის სოლისტს, ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევინი და მისი მეუღლე მოდელი და Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი ბეჰატი პრინსლოუ მესამე შვილს ელოდებიან. ზუსტად როდის დაიწყეს მათ ურთიერთობა, მოდელს არ დაუკონკრეტებია.image
სტროუმ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელიც მან Tiktok-ზე გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ 43 წლის ადამ ლევინმა მისწერა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა ახალშობილისთვის მისი სახელი დაერქმიათ, თუკი ბიჭი დაიბადებოდა. სამნერმა თქვა, რომ შეტყობინების შემდეგ თავი ისე იგრძნო, თითქოს ჯოჯოხეთში იყო:

“ჩემი მორალი კომპრომეტირებულად იქცა, ჩემით მანიპულირებდა.. მაშინ ისეთი ცნობილი არ ვიყავი, როგორც ახლა, ამიტომ მანიპულირება ადვილი იყო."image
მოდელმა რომანის გამხელა გადაწყვიტა, რადგან ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ახლო ნაცნობმა შეიტყო და გოგონას ჟურნალისტებისთვის ამ ამბის მიყიდვით დაემუქრა.

“მე დაუფიქრებლად გავუგზავნე რამდენიმე ეკრანის სქრინი მეგობრებს, რომლებსაც ვენდობოდი. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ტაბლოიდებისთვის მიყიდვა სცადა. ამიტომ გადავწყვიტე თავად მეთქვა ამის შესახებ."

ინსტაგრამ მოდელმა თავის ისტორიას ასევე თან დაურთო მისი და ლევინის მიმოწერის კადრი, რითაც დაადასტურა მისი სიმართლე.image
თავად ლევინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მეუღლის ღალატის შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსიკოსი ღალატში გამოიჭირეს: ბეჰატისთან ურთიერთობის დასაწყისშივე დაინტერესდა იგი მოდელი ნინა აგდალით, ხოლო და თავად პრინსლუ გაიცნო, როდესაც ის 2011 წელს Victoria's Secret-ის შოუში მივიდა თავისი იმდროინდელი სხვა შეყვარებულის, მოდელი ანა ვიალიცინას მხარდასაჭერად. ბეჰატი პრინსლოუ და ადამ ლევინი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, დუსტი როუზი და გიო გრეისი.image

1
293
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
293
  
2022, 20 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1