x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნებისმიერ ნაომარ ადამიანს ომის სინდრომი თან დაჰყვება
image

მეორე დღეა რაც დროებით დავბრუნდი საქართველოში და სოფელში ავედი, მონადირე ძაღლს რომელსაც ჩემი ბიძაშვილი უვლის ისე გაუხარდა ჩემი დანახვა სახლში შესვლამდე წამით არ მომშორებია.


გადავიცვი სანადიროდ, ავიღე თოფი, ვაზნები და ჩემს ფრათჰაარის ჯიშის მონადირე ჯიშის ძაღლთან ერთად მწყერზე სანადიროდ გავემართე. ის იყო შევედით ჯერ კიდევ მოუთიბავი ბალახის ველზე რომ ძაღლი ეგრევე ნაბულზე დადგა, ეს მომენტი მონადირისათვის განსაკუთრებით აზარტულია, როცა ხედავ წინა თათ აწეულ და განაბულ ძაღლს. მიდი-მივეცი ძაღლს ბრძანება და როკიც წინ გადახტა, ერთბაშად ორი მწყერი აფრინდა, მწყერი ყველაზე ადვილად მოსანადირებელი ფინველია და ორივე "მოვხსენი", როკიმ ჯერ ერთი მომირბენინა და მერე მეორე, ორივე მწყერი ჩანთაში ჩავდე და ამ დროს როკი ისევ დადგა ნაბულზე, ამჯერად 3 მწყერი აფინდა ერთად, "რმინგტონის 5+1 სისტემის ოფი მაქვს, 5 ვაზნა სავაზნეში მიდის, მეექვსე კი ლულაში ჯდება, თუმცა პირადად ყოველთვის ვამჯობინებ 5 ვაზნა ჩავდო სავაზნეში და ლულაში იმ ხუთიდან ერერთი გადავიტანო გადატენვის მეთოდით.


სამი გასროლით სამივე "მოვხსენი" ამჯერად, როკიმ სამივე მწყერი მომიტანა, ისინიც ჩანთაში ჩავდე და გზა გავაგრძელე. ამჯეად 10-15 მეტრი ისე გავიარეთ ძაღლი ნაბულზე არ დამდგარა და ამ დროს ავტომატის კაკანი გაისმა, ავტომატურად დავიწიე, ცალი მუხლით დავიჩოქე და სროლის ხმის მიმართულებას მივაყურადე. სროლა არ განმეორებულა, სავარაუდოდ ვიღაცამ ადგილობრივი პოლიციის ქვეგანყოფილების მოთხოვნა გაჩერებაზე ააიგნორა და გამაფრთხილებელი ჰაერში სროლაც ამას მოჰყვა.



ამ სროლამ ხასიათი გამიფუჭა, როკის ვუხმე და სახლში წასვლა დავაპირე. მართალია 15 მწყრის ლიმიტი კიდევ მქონდა, მაგრამ ხორცის გამო არასდროს მინადირია, თან ავტომატის ხმის გაგონებამ ძალიან ცუდ განწყობაზე დამაყენა.
ამ დროს მეზობელი ბიჭები მოვიდნენ სანადიროდ, დიდი ვერაფერი ძაღლები ყავთ და მეც გავყევი რადგან როკი მხოლოდ ჩემთან ან ჩემს ბიძაშვილთან ნადირობს, ძლიერი ყნოსვის მქონე, მაგრამ ჯიუტი ჯიშის ძაღლია დრათჰაარი და უცნობის ბრძანებებს, როგორც წესი არ ასრულებს.


უფრო ბალახოვან ადგილებში გადავედით და ძაღლი ბანულზე დადგა მყისიერად, მერე უცბადვე მოხსნა ნაბულის მდგომარეობა და ნელი ნაბიჯებით წაიწია წიმ მივხვდი უეჭველი ღალღა იყო ახლოს, ბიჭებს ვუთხარი მზად იყავით მეთქი. მე უკან დავდექი და მართლაც როკიმ ღალღა ააფრინა, ერთმა ააცდინა და მეორემ ჩამოაგდო. დაახლოებით 1 საათი ვანადირე ბიჭები, 15-ზე მეტი მწყერი ჩამოაგდეს, მეორე ამდენი გაუფრინდათ, 3 მწყერი კი როკიმ ცოცხლად დაიჭირა და ისინიც მათ მივეცი.


სახლში დაბრუნებულმა მწყრები ვერ გავწმინდე, გული არ მიმივიდა, ბიძის სახლში გადავედი და ბიცოლას გადავეცი ხუთივე მწყერი. მაშინვე მიხვდა უხასიათოდ რომ ვიყავი.


რა მოხდა გუჯა?


არაფერი ბიცოლა, ავტომატის სროლის ხმა გავიგე და ამან ცუდ ხასიათზე დამაყენა მეთქი.


სახლში მისულიც ვერ დავმშვიდდი, ლეპტოპი ჩავრთე და სოციალური ქსელი გადავათვალიერე, რამაც კიევ უფრო ცუდ განწყობაზე დამაყენა.


"ვინც ადამიანს მოკლავს, მას აუცილებლად დასჯის ღმერთი, ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ვერ ნახავს სამოთხეს, ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს"-წერდა ვიღაც ფანატიკოსი "მორწმუნე".


ადამიანს კი აეა მტერს კლავენ ომში, რა გამოდის ვისაც გვიომია ყველა ჯოჯოხეთში მოვხვდებით?


მესმის შენს აზრს გამოხატავ, მაგრამ შენს აზრს გონება ხომ უნდა დაატანო?
გამოდის მე მკვლელი, ვიგინდარა და გარეწარი ვარ და ის ვინც, ომის დროს რესტორანში ღრეობდა კაცური კაცია?


"რამდენი რუსი მოკალი"?-ასეთი უაზრო კითხვა დამისვა იმ ახალგაზრდა ქალმა როცა შენიშვნა მივეცი მის სტატუსზე. რა გინდა ასეთ უვიცს და უტაქტო ადამიანს უპასუხო?


არავინ ითვლის ომში მის მსხვერპლს, არც გცალია საამისოდ, მხოლოდ ბრძოლის მერე აცნობიერებ რა მძიმე ბრძოლა გამოიარე.


მე და ის ადამიანები, ვინც სამშობლოს ვიცავდით და ვიცავთ საქართველოში თუ უკრაინაში მკვლელები არა ვართ, ჩენ ვასრულებთ საბრძოლო დავალებებს რომელიც ჭირდება საქართველოს და უკრაინას.


ტყვიით მოკვლაზე უარესია მწარე სიტყვით ადამიანების დიდი ნაწილის "მოკვლა", როცა მებრძოლს მკვლელს უწოდებ.


ეს სქრინი უფროსი მეგობრის გვერდიდან წამოვიღე მისი ნებართვით, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.


image

0
123
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123