x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ერთი კადრის ისტორია: იცით, ჩერჩილი რაზეა თავის ამ ყველაზე ცნობილ ფოტოზე გაბრაზებული?

image


დღეს, ერთი კადრის ისტორიაში მსურს მოგიყვეთ ფოტოგრაფ იუსუფ კარშის მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის, უინსტონ ჩერჩილისთვის გადაღებული, ყველაზე ცნობილი ფოტოს ისტორიის შესახებ. მაშ, ასე... დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელზეც ის პირქუშად და მრისხანედ არის აღბეჭდილი, 1941 წელს კანადის თემთა პალატაში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ არის გადაღებული, როდესაც ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ოთახში შეიყვანეს, მან ფოტოგრაფს უთხრა რომ კადრის გადასაღებად მას მხოლოდ ორი წუთი ჰქონდა და სიგარას მოუკიდა. კარშის თხოვნაზე, რომ მას პირიდან სიგარა გამოეღო, პრემიერმა უარი თქვა, მაშინ ფოტოგრაფი სინათლის დონის გაზომვის საბაბით ჩერჩილს მიუახლოვდა და მას სიგარა თავადვე წაართვა, იუსუფის ამ თავხედობაზე ბრიტანელის რეაქცია კამერის მიერ ზუსტად იქნა დაჭერილი, შემდეგ ჩერჩილმა გაიღიმა და ფოტოგრაფს მეორე ფოტოს გადაღების ნებართვაც დართო, თუმცა პრემიერის ეს მომღიმარი ფოტო პირველთან შედარებით ნაკლებად დასამახსოვრებელი გამოვიდა.


image

უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან, დამთავრებული ელისაბედ მეორეთი.


image


ჩერჩილი ასევე ანგლო-სუდანის ომშიც მონაწილეობდა, პერიოდულად კი მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი დროის უდიდესი ორატორი, სამხედრო და მწერალი გახლდათ, სერ უინსტონ ჩერჩილი ლიტერატურის დარგში ასევე ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო.


image





0
869
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
869