x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
საბა საზონოვმა რუსეთის ნაკრები დატოვა და საქართველოში გადმოვიდა
imageმოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელის, საბა საზონოვის გადაწყვეტილებას დაბრუნდეს საქართველოში გამოეხმაურა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ გალაკტიონოვი.


გალაკტიონოვმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს 20 წლის ფეხბურთელი გამოიძახეს ახალგაზრდული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც დღეს 19 სექტემბერიდან დაიწყო. ყველა ფეხბურთელი დროულად მოვიდა, გარდა საზონოვისა.


"ორშაბათს დილით ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ მოვიდოდა, თუმცა ბოლო დღემდე ჰქონდა კავშირში ადმინისტრაციულ შტაბთან“, - განაცხადა მწვრთნელმა.

გალაკტიონოვმა საზონოვის საქციელს "მიუღებელი" უწოდა.


image

ამასობაში 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საზონოვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელს მანამდე არცერთ სხვა ნაკრებში არ უთამაშია.


საზონოვი პეტერბურგის „ზენიტის“ აღსაზრდელია. ფეხბურთელი "დინამოს" ძირითად გუნდში 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. მოსკოვის კლუბში მან 16 მატჩი ჩაატარა და დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა.


ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი დედით ქართველია, მამით რუსი, მისი სიმაღლე 1.94-სმ-ია, საბა საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და როგორც აცხადებს, საქართველოში უფროსების პატივისცემა და ოჯახური ტრადიციებისადმი სიყვარული ისწავლა.

5
287
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
287
  
2022, 26 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5