x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება -  უკვე მეოთხედ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება
image



8 ოქტომბერს თბილისში (სიონის ქუჩა, შარდენი) „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება. ღვინის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში აერთიანებს, უკვე მეოთხედ ტარდება.


ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას; მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქცია: ქართული ტრადიციული პური, ჩურჩხელა, ჩირი, ქართული ყველი, თაფლი და სხვა.


„ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით. სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, კულმინაცია კი ყველასათვის საყვარელი ქართული ბენდების კონცერტი იქნება. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ფესტივალის სტუმრებს ელოდება“, - აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.



ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზატორებს მისწერონ „ფეისბუქ“ გვერდზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival ან დარეკონ ნომერზე: +995 598 782 842


ღონისძიების სანახავად, გადადით ბმულზე.




R




0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0