x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰიტლერი ისვენებს - 5 უსასტიკესი პიროვნება თანამედროვე მსოფლიოში, რომელთა ხსენებაზეც თმები ყალყზე დაგიდგებათ
image

სოციალური ქსელის, Reddit-ის მომხმარებლებს სთხოვეს დაესახელებინათ თანამედროვე და უახლესი ეპოქის ყველაზე საშინელი პიროვნებები(ჰიტლერის გამოკლებით), გთავაზობთ მათგან 5 პიროვნებას.


შირო ისიი


იაპონელი მიკრობიოლოგი, გენერალ-ლეიტენანტი შირო ისიი, იმპერიული იაპონურიის არმიის დივიზიის, 731-ე ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ატარებდა ბიოლოგიურ იარაღზე გამოცდას და გაუგებარ სასტიკ ექსპერიმენტებს ადამიანებზე.



image

ისინი ახდენდნენ სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევებს, ბავშვებზე, ფეხმძიმე ქალებზე და ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე ანესთეზიის გარეშე, წმინდა სადისტური ცნობისმოყვარეობის გამო, ასევე ადამიანებს ათავსებდნენ უზარმაზარ საყინულეებში, რათა ენახათ, ყინვისგან რა დროში მოკვდებოდნენ.

image

გატაცებულ მშვიდობიან მოქალაქეებს ყუმბარებთან სხვადასხვა დისტანციებზე აყენებდნენ, რათა ენახათ აფეთქების შედეგად მიღებული ზიანის ხარისხი. <...> მიუხედავად გარკვეული „მეცნიერული“ დასკვნისა, ეს საშინელება, რომელსაც მხოლოდ სადისტური სიამოვნების ან ცნობისმოყვარეობის გამო აწყობდნენ, მათ ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლებზე არანაკლებ სადისტებად აქცევს . მაგალითად, ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს სამი დღის ჩვილზე, რათა დაედგინათ გაყინვიდან სიკვდილამდე დრო“ - Googan1234.


რაინჰარდ ჰეიდრიხი


„ჰეიდრიხში ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ის არ იყო ბოროტი, ჩვეულებრივ სატანური ან სადისტური თვალსაზრისით. ის იყო ბოროტი იმ გაგებით, რომ სრულიად მოკლებული იყო ყოველგვარ ადამიანურობას, მათ შორის თავისუფალი იყო თანდაყოლილი ადამიანური ემოციებისგან. სწორედ ამიტომ ჰოლოკოსტის იდეა არა იმიტომ დაებადა, რომ მას სურდა ებრაელების წამება, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნია მათი სწრაფად განადგურებისთვის, თითქოს უბრალო პრობლემად მიიჩნია და რა უშავს, რომ ეს "პრობლემა" ადამიანების სიცოცხლეს შეეხებოდა, ხოლო მისი გადაჭრა "გენოციდი" იყო.

image

გასაკვირი არ არის, რომ ჰიტლერიც კი შეშფოთდა მასზე და უწოდა "კაცი რკინის გულით". <...> თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ის აღმოჩნდა ყველაზე ბნელ და საშინელ ადგილას, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენთ. xRRainX.

image

პიტერ სკალი


"ავსტრალიელი პედოფილი, რომელიც ფილიპინებში გაემგზავრა ღარიბი ოჯახების ბავშვებზე სანადიროდ. მან შექმნა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ქმნიდა ჰარდკორ კონტენტს ბავშვების წამებითა და სექსუალური ძალადობით. მისი ვიდეო სახელწოდებით Daisy's Destruction გავრცელდა დარკნეტში, რომელშიც ის სხვა საშინელებებთან ერთად, გააუპატიურა და აწამა 18 თვის ბავშვი. ის ასევე აიძულებდა ბავშვებს გაეთხარათ საკუთარი საფლავები, სანამ თოკით დაახრჩობდა მათ.

image

მე არ ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო ჰიტლერის დანაშაული, მაგრამ მას ჰქონდა საბოლოო მიზანი, გაეთავისუფლებინა სამყარო იმადამინებისგან, რომლებსაც ის „ცუდად“ თვლიდა.

image

პიტერ სკულის საბოლოო მიზანი იყო ჩვილების მკვლელობა და გაუპატიურება. თუკი ოდესმე თავზე პისტოლეტს დამადებენ და მთხოვენ, დავასახელო ყველაზე ბოროტი, გარყვნილი, საზიზღარი ადამიანი, რომლის წარმოდგენაც შემიძლია, მაშინ არ არის საჭირო ამაზე ბევრი ფიქრი - პიტერ სკალი "- kebastian.


ჯოშუა ბლაინი


„ლიბერიის ყოფილი საველე მეთაური ჯოშუა ბლაჰი, ასევე ცნობილი როგორც „გენერალი შიშველი უკანალით, “რადგან სრულიად შიშველი იბრძოდა. ბრძოლის წინ და ქალაქის აღების შემდეგ მან თავის გენერლებთან ერთად ბავშვი მოკლა, გული ამოკვეთა და შეჭამა;



სრულიად უმიზეზოდ, გასართობად შემთხვევით არჩეულ მოქალაქეებს ამახინჯებდა და კიდურებს აჭრიდა ; იტაცებდა ბავშვებს და იყენებდა მათ ჯარისკაცებად, ნარკოტიკებ ჭყიპავდა მათ, რათა კონტროლის ქვეშ ყოლოდა;

image

ერთ -ერთ ინტერვიუში მან თქვა: "წყალში ჩავედი, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ჩავყვინთე წყლის ქვეშ, ერთი დავიჭირე, ჩავათრიე წყლის ქვეშ და კისერი მოვტეხე. ხან უბედური შემთხვევის პროვოცირებას ვაკეთებდი, ხან უბრალოდ ვკლავდი";


არამზადამ ქრისტიანობა მიიღო და ომის დანაშაულების გამოძიების დროს გახდა მღვდელი, მისცა ჩვენება ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოკლა 20 000-ზე მეტი ადამიანი. საბოლოოდ პროკურატურის ამნისტია შეეხეო;

image


ახლა ეს ჯალათი მოგზაურობს მთელ ქვეყანაში, ხვდება თავის მსხვერპლებს - ადამიანებს, რომლებსაც დასახიჩრდა, ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში გაიტაცა, მათ ნათესავებს, ვინც მოკლა და ითხოვს, რომ აპატიონ ქრისტეს სახელით." - Mischief_Makers.


ჯიმი სევილი



ის იყო ყველასთვის საყვარელი თოქ-შოუს წამყვანი დიდი ბრიტანეთიდან, ის მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის და თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ბავშვების სურვილებს ასრულებდა.ისე გარდაიცვალა სევილი, რომ იდეალური მამაკაცი იმიჯი დატოვა, თუმცა....

image

სევილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო გამოძიება ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე. შედეგად, პოლიციამ დაასკვნა, რომ ჯიმი ძალიან "პროდუქტიული" არამზადა და ბავშვებზე მოძალადე იყო.


ვარაუდობენ, რომ სიცოცხლის განმავლობაში, 1955 წლიდან 2009 წლამდე მან 500-მდე ადამიანი გააუპატიურა. რაც შეეხება ქველმოქმედებას? ეს ყველაფერი დაუცველი ადამიანების შეტყუების ეშმაკური მეთოდი იყო და სხვა არაფერი. სევილის მხსვერპლთა უმეტესობა იყო საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან, მოხუცთა სახლებიდან და საავადმყოფოებიდან, სადაც ის მუშაობდა. ხოლო ზოგიერთი მსხვერპლი მუშაობდა იმ შოუს კულისებში, რომელშიც ის ბრწყინავდა. ” -DontAskAboutMax..

image

2
1524
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1524
  
2022, 20 სექტემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2