x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ადამიანი, რომლებიც სინამდვილეში იმაზე ჭკვიანები არიან, ვიდრე გამოიყურებიან

image
ადამიანების გარეგნობის მიხედვით განსჯა არ არის ყველაზე მომგებიანი საქმე. ეს ადამიანები კი საკუთარი მაგალითით ადასტურებენ ამას. დანამდვილებით ვერ იტყვით, რომ მათ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას განათლებასა და მეცნიერებაში. და მაინც, ისინი მართლაც ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩანან.

1. შაკილ ო'ნილი

შაკილ ო'ნილმა კალათბურთის თამაში სკოლიდან დაიწყო, კოლეჯში კი უკვე პროფესიონალურად იყო დაკავებული. ამიტომ, სწავლა ჩვეულებრივ უკანა პლანზე გადადიოდა. ამის მიუხედავად, 2012 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კორპორატიულ ტრენინგსა და ადამიანურ რესურსებში.image

2. სილვესტერ სტალონე

სილვესტერ სტალონე არა მხოლოდ ძალიან ქარიზმატული მსახიობია, არამედ რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიც. ის იღებს საკუთარ ფილმებს თავიდან ბოლომდე.image

3. ბრაიან მეი

ბრიტანელი როკ მუსიკოსი, ყველაზე ცნობილი, როგორც ჯგუფ Queen-ის გიტარისტი და ჯგუფის მრავალი ჰიტის ავტორი. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ის ასტროფიზიკოსიცაა. ბრაიანმა უკვე დაასრულა სადოქტორო დისერტაცია ინფრაწითელ ასტრონომიაში და ჰქონდა ორი სამეცნიერო პუბლიკაცია ასტრონომიაში, ჯგუფის წარმატებამ აიძულა შეეწყვიტა სამეცნიერო კარიერა.image

4. დევიდ დუხოვნი

სანამ მომავალი "აგენტი მალდერი" დაინტერესდებოდა თეატრითა და მსახიობობით, მან წარმატებით დაასრულა ასპირანტურა იელის უნივერსიტეტში, სადაც გახდა ინგლისური ლიტერატურის მაგისტრი და უკვე ემზადებოდა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად თემაზე "" მაგია და ტექნოლოგია თანამედროვე პოეზიასა და პროზაში“.image

5. როუენ ატკინსონი

რა თქმა უნდა, მხიარული და სულელური მისტერ ბინი სხვა არაფერია, თუ არა ეკრანის გამოსახულება. მაგრამ თავად როუან ატკინსონს რომ გადავხედოთ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის არის დიპლომირებული ინჟინერი - ელექტროტექნიკის მაგისტრი. მან მიიღო დიპლომი ნიუკასლის უნივერსიტეტიდან.image

6. კენ ჯონგი

ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია ველური მილიონერის როლით ფილმებში The Hangover. ჯონგმა დაამთავრა ჩრდილოეთ კაროლინას სამედიცინო უნივერსიტეტი 1995 წელს და მოგვიანებით გაიარა სტაჟირება პრაქტიკოსად.
image

7. სინდი კროუფორდი

ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი და წამყვანი. ზოგადად, ითვლება, რომ ქალი მოდელები არ არიან ბრწყინვალე გონებით გამორჩეულები. მაგრამ სინდიმ დაამთავრა საშუალო სკოლა შესანიშნავი ქულით და მიიღო აკადემიური სტიპენდია ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ქიმიურ ინჟინერიას. image

8. დოლფ ლუნდგერნი


დოლფ ლუნდგრენმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში სიდნეის უნივერსიტეტიდან და ასევე გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), რამაც გზა გაუხსნა დოქტორის წოდებას.image

9. ნატალი პორტმანი

1998 წელს, საშუალო სკოლაში ყოფნისას, მსახიობმა თანაავტორობით გამოაქვეყნა კვლევითი ნაშრომი თემაზე "ენზიმური წყალბადის წარმოება", რომელიც კვალიფიცირდება Intel-ის სამეცნიერო კონკურსში, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. პორტმანმა ვარსკვლავური ომების პრემიერაც კი გამოტოვა დასკვნითი გამოცდებისთვის მოსამზადებლად. 2003 წლის ივნისში ნატალიმ დაამთავრა ჰარვარდი და ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფსიქოლოგიაში. „არ მაინტერესებს კოლეჯი ჩემს კარიერას თუ დაანგრევს. მირჩევნია ვიყო განათლებული, ვიდრე კინოვარსკვლავი“, - განუცხადა მან New York Post-ს.image

10. დექსტერ ჰოლანდი

პანკ როკ ჯგუფის The Offspring-ის ლეგენდარული ლიდერი და გიტარისტი არა მხოლოდ მუსიკაში გამოირჩეოდა. მან დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხით. შემდეგ კიდევ ორიოდე წელი სწავლობდა იმავე უნივერსიტეტში მაგისტრის წოდების მისაღებად მოლეკულურ ბიოლოგიაში. დოქტორანტურაში ადგილის მიღების შემდეგ ჰოლანდიმ უარი თქვა მასზე, რათა მთელი ყურადღება გადაეტანა მუსიკაზე.image








1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
312
  
2022, 19 სექტემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1