x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125454
  • ვიდეო:355944
  • სურათი:498357
შოუბიზნესის 17 წარმომადგენელი, რომლებმაც ციხეში მოიხადეს სასჯელი

image
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბევრ ვარსკვლავს წარსულში ჰქონდა პრობლემები კანონთან დაკავშირებით. და ეს არ ეხება უბრალო სკანდალებს, საუბარია რეალურ პატიმრობაზე და საკმაოდ მძიმე დანაშაულებზე.

1. მარკ უოლბერგი. ახალგაზრდობაში ამ ცნობილ მსახიობს დაახლოებით 25 აღრიცხული დანაშაული აქვს პოლიუციაში. მათ შორისაა ნარკომანიის პრობლემები, ბრალდებები რასიზმში, ძარცვაში, თავდასხმებსა და ჩხუბში. ამ ყველაფრის მიუხედავად მარკმა ციხეში მხოლოდ 45 დღე გაატარა.image

2. რობერტ დაუნი უმცროსი. მსახიობს მუდმივი პრობლემები ჰქონდა ნარკომანიასთან, მაგრამ პატიმრობის ვადა სხვის სახლში უკანონო შეჭრისთვის მიიღო.image

3. უესლი სნაიპსი. უესლიმ სამი წელი მოიხადა გადასახადებისგან თავის არიდების გამო.image

4. დონ კინგი. ცნობილმა კრივის პრომოუტერმა უნებლიე მკვლელობისთვის სამწელიწადნახევარი მოიხადა.image

5. ტიმ ალენმა ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვისთვის ორი წელი მოიხადა.image

6. 50 Cent. რეპერს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკების და იარაღის შენახვისთვის.image

7. პოლ მაკარტნი. ლეგენდარული ბითლზის სოლისტი ტოკიოს აეროპორტში მარიხუანას შენახვის გამო დაიჭირეს, ციხესი კი 10 დღით ჩასვეს.image

8. პერის ჰილტონმა სამი დღე გაატარა ციხეში, პირობითი სასჯელის დარღვევისთვის, რომელიც მიიღო სიჩქარის გადაჭარბებისა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარებისთვის.image

9. რეპერ ლილ უეინს თავის ტურის ავტობუსში მარიხუანასა და იარაღის შენახვისთვის 5 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.image

10. ლინდსი ლოჰანი არაერთხელ ყოფილა ციხეში. იგი ნარკოტიკების მოხმარების, ნასვამ მდგომარეობაში მართვისა და სარეაბილიტაციო პერიოდის დარღვევისთვის დააკავეს.image

11. მართა სტიუარტს 5 თვის ციხეში გატარება მოუწია ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამოყენების გამო.image

12. კრისტიან სლეიტერმა 59 დღე გაატარა ციხეში შეყვარებულზე ნასვამ მდგომარეობაში თავდასხმის გამო.image

13. TI -მ ერთი წელი გაატარა ციხეში იარაღის ტარებისთვის.image

14. ჯეიმს ბრაუნი. პოპულარულმა მომღერალმა 6 წელი ციხეში გაატარა მძიმე თავდასხმისა და პოლიციისთვის თავის არიდების გამო.image

15. დენი ტრეხო, მსახიობმა 11 წელი მოიხადა ნარკოტიკებისა და ძარცვისთვის.image

16. იარაღის შენახვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით რეპერ Ja Rule -ს ორი წელი და ოთხი თვე მიუსაჯეს.image

17. მაიკ ტაისონს სამი ნასამართლობა აქვს. 1992 წელს მოკრივეს გაუპატიურებისთვის მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადა. 1998 წელს მაიკს მიესაჯა 3, 5 წელი ხალხის ცემისთვის.image

3
556
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
556
  
2022, 21 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3