x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ წლის ავტორის ჯილდო დედოფლისწყაროელ პოეტს, ირმა შიოლაშვილს მიანიჭა
image

.

საქართველოს მწერალთა სახლის ინფორმაციით, ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Kogge“ წლის ავტორის ჯილდო ქართველ პოეტს, ირმა შიოლაშვილს გადასცა. ირმა დედოფლისწყაროდანაა და უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

,


ევროპელ ავტორთა გაერთიანება 1924 წლიდან არსებობს გერმანიაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ წლის ჯილდოს გადასცემს მხოლოდ ერთ ევროპელ ავტორს.

.

ქართველი ავტორის დაჯილდოება წელს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტაინში გაიმართა. პოეტს ფულად ჯილდოს და სიგელს ქალაქის მერმა გადასცა. ფულადი პრემია და მისი ოდენობა ირმასთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ირმა შიოლაშვილის გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მისმა შემოქმედებამ ადგილობრივების აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

.

imageimageimageimage



0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0