x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
სეთი: ყველაზე იდუმალი ეგვიპტური ღმერთი არამიწიერი ცხოველის თავით

image
ძველი ეგვიპტური ღმერთების გარეგნობა ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი და უგემოვნო მოჩანს: ისინი იყვნენ ანთროპომორფული ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხოველები. ჰორუსი შავარდნის თავით, სობეკი ნიანგის თავით ან ტოთი იბისის თავით - როგორც ჩანს, ძველი ეგვიპტელები შთაგონებას ნილოსის ცხოველებში პოულობდნენ თავიანთი ღმერთების გამოსახატავად. მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ, თუ რომელი ცხოველია გამოსახული ღმერთ სეთის სახით, სეთი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სეტი ან ზეთი.

სეთი ძველი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი უძველესი ღმერთი იყო და ითვლება, რომ მას თაყვანს სცემდნენ ჯერ კიდევ წინა დინასტიურ პერიოდში. სეთის ყველაზე ადრეული გამოსახულება გვხვდება ამრატის პერიოდის მოჩუქურთმებულ სპილოს ძვლის სავარცხელზე (ძვ. წ. 4000 - 3500 წწ.).

ძველი ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სეთი ცნობილია როგორც ქარიშხლების, არეულობის, უდაბნოს ქვიშის, ძალადობის, ნგრევის, ომის და ზოგადად ქაოსის ღმერთი. ძველად სეთს ასევე უწოდებდნენ ბერძნულ ტიფონს, ტიფონურ ურჩხულს ან ტიფონურ ცხოველს. არსებობს ამ ტიფონური მხეცის გამოსახულება რეალური ცხოველის სახით, მაგრამ მაშინაც კი შეუძლებელია მისი ზუსტად განსაზვრა.

სეთის თავი ცოტათი ჰგავს ძაღლისას ან ტურისას, მაგრამ მისი ყურები ძალიან გრძელია და ვერტიკალურად დგას, ხოლო ყბები არა მხოლოდ ძალიან წაგრძელებული, არამედ მოხრილი აქვს, როგორც ჭიანჭველაჭამიას. საინტერესოა, რომ ჭიანჭველაჭამია მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება და მას არა აქვს ამგვარი ყურები. არცერთ ადგილობრივ ცხოველს არ აქვს მსგავსი თავი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ცხოველის თავი იყო განკუთვნილი ღმერთ სეთისთვის არ ცხრება ასობით წლის განმავლობაში.

ამის გამო ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სეთს ჰქონდა გამოგონილი ცხოველის თავი, რომელიც სინამდვილეში არასოდეს არსებულა. თუმცა, ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება იმ ფონზე, რომ სხვა ეგვიპტურ ღმერთებს აქვთ სრულიად რეალური ცხოველების თავები. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ცხოველი, რომელიც სეთს განასახიერებდა, ამჟამად გადაშენებულია.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ სეთი არის ტურის, მელას ან თუნდაც აფთრის სტილიზებული გამოსახულება, მაგრამ ისევ და ისევ, სეთის ყველა გამოსახულებაში, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, მას აქვს ძლიერ მოხრილი დრუნჩი, ხოლო აქ ჩამოთვლილი ცხოველების დრუნჩი კი სწორია. და თუ ეგვიპტელები სხვა ღმერთებისთვის ნიანგის ან კატის სახეს არ ხატავდნენ განსხვავებულად, მაშინ რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს სპეციალურად სეთისთვის?

გარდა ამისა, სეთს აქვს ძალიან თვალსაჩინო კუდი, რომელიც ხშირად გამოსახულია ვერტიკალურად და ძალიან წააგავს ლომისას. უფრო მეტიც, ეგვიპტური ღმერთი ანუბისი გამოსახული იყო ტურის თავით, რომელიც ძალიან ზედმიწევნით იმეორებს რეალური ტურის თავის მოყვანილობას. ასე რომ, როდესაც ეგვიპტელებმა დახატეს სეთი სწორედ ასეთი თავით, ანუბისის ტურის თავისაგან განსხვავებული, მათ ნამდვილად არაფერი შეშლიათ, სწორედ ის მიიღეს, რაც სურდათ.

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სეთს ჟირაფის თავი აქვს, თუმცა ფერად ფრესკებში სეთის თავი ყოველთვის ძალიან მუქია, ხშირად შავი ან მუქი წითელი, მაგრამ არა მოყვითალო-ნარინჯისფერი, როგორც ჟირაფი. ბევრი თანხმდება, რომ სეთის თავი ძალიან ჰგავს გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლს, რომელიც ძალიან უძველესია, მაგრამ გრეიჰაუნდების ყურები სრულიად განსხვავებულია და ეს ჯიში საერთოდ არ არის შესაფერისი მრისხანებისა და ომის ღმერთისთვის.

სხვა თეორიები ვარაუდობენ, რომ სეთს აქვს ვირის თავი, უცნობი გარეული ძაღლის, ღორის ან თუნდაც ოკაპის (ჟირაფის ნათესავი). ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თეორია წამოაყენეს ძველმა ასტრონავტმა თეორეტიკოსებმა, რომლებიც თვლიან, რომ სეთი გამოსახულია მისი ნამდვილი სახით, როგორც უცხოპლანეტელი, როგორებიც იყვნენ ველა ძველი ეგვიპტური ღმერთები, სანამ მითების გმირებად გადაიქცეოდნენ.

სეთი ბოროტი ღმერთია?


თავდაპირველად სეთი ითვლებოდა კეთილგანწყობილ ღმერთად, რომელიც ცხოვრობდა ქვესკნელში და პასუხისმგებელი იყო მიცვალებულთა ზეცაში მოხვედრაზე, მაგრამ მოგვიანებით იგი ბოროტ ღმერთად ჩათვალეს ჰორუსთან კონფლიქტის დროს.

სეთსა და ჰორუსს შორის კონფლიქტი კარგად ცნობილი ძველი ეგვიპტური მითია. ჰელიოპოლისში დიდი ენეადის შექმნის მითის თანახმად, სეთი იყო გების და ნუტის ვაჟი, ოსირისის, ისიდასა და ნეფთისის ძმა, რომელიც ასევე იყო მისი ცოლი. ოსირისი ეგვიპტის მმართველი გახდა, სეთს შეშურდა ძმის და ეშმაკურად განიზრახა მისი მოკვლა. მიუხედავად იმისა, რომ სეტმა მოახერხა ოსირისის მოკვლა, ისიდამ (ოსირისის ცოლმა) მოახერხა ქმრის გაცოცხლება ჯადოქრობით იმდენი ხანით, რომ დაორსულებულიყო ჰორუსზე. როდესაც ჰორუსი გაიზარდა, მან შური იძია - გაიმარჯავა სეთზე და გახდა ეგვიპტის ახალი მმართველი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მითში სეთი განიხილებოდა ბოროტების ძალად, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ზოგიერთ მითში ღმერთები სეთის შესაძლებლობებსა და ძალაუფლებას სასიკეთოდ იყენებდნენ. მათგან ყველაზე ცნობილია სეთის როლი, როგორც რას მზის ნავის მცველის. ყოველ ღამე, როცა მზის ნავი ქვესკნელში მოგზაურობდა, სეთი ებრძოდა აპოპს, ქაოსის გველს. სეთი ხშირად გამოსახულია მზის ნავის კიჩოზე მდგომი, იგი რისხავს აპოპს - ეგვიპტურ ღვთაებას, რომელიც განასახიერებდა ქაოსს (ı͗zft ეგვიპტურად) და იყო სინათლისა და მაატის (წესრიგი/ჭეშმარიტება) მოწინააღმდეგე.


12
330
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
330
  
2022, 2 ნოემბერი, 1:10
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 8 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10