x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა წინასწარმეტყველებები დაუტოვა სამყაროს შუა საუკუნეებმა
image
ევროპაში წელს გამოჩნდა "მშიერი ქვები" - შუა საუკუნეებში ისინი გვალვის
წინამორბედები იყვნენ, რაც იმ დროს ითვლებოდა მსოფლიოს ნამდვილ დასასრულად. იყო სხვა ცუდი ნიშნებიც.



ქვებიც კი ლაპარაკობდნენ - გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და იტალიის მდინარეებში წყალში უზარმაზარი ლოდები გამოჩნდა. ყველაზე უძველესი მე-14 საუკუნისაა. ყველა სავსეა თარიღებით. ზოგიერთს კი სპეციალური შეტყობინებები აქვს.



მაგალითად, ჩეხეთის ქალაქ დეცინის მახლობლად, მდინარე ელბაზე გამოჩენილ ქვაზე გაფრთხილება წერია: Wenn du mich seehst, dann weine (გერმანულიდან თარგმნა - „თუ დამინახე, იტირე“).




საუკუნეების წინ „მშიერი ქვები“ წყლის დონის მარკერად ითვლებოდა. თვალთაგან დამალული ქვები - ეს ნიშნავს, რომ დრო შედარებით მოსავლიანია, მაგრამ როდესაც ქვები გამოჩნდებოდა, ყველა ხვდებოდა, რომ უბედურება იყო მოსალოდნელი. ფაქტია, რომ შუა საუკუნეებში ცენტრალური ევროპის მკვიდრნი მთლიანად იყვნენ დამოკიდებული მოსავალზე. მათ მოსავალი მას მოყავდათ მხოლოდ მდინარის ხეობების ნაყოფიერ ნიადაგებზე.




ადვილი მისახვედრია: თუ წყლის დონე დაეცემოდა, სასოფლო სამეურნეო კულტურაც მოკვდებოდა. გარდა ამისა, შეჩერდებოდა მდინარის ნაოსნობა. შედეგად, შიმშილი იწყებოდა.



ეს „ჰიდროლოგიური ღირშესანიშნაობები“ ბოლოს 2018 წლის გვალვის დროს გამოჩნდა. მაგრამ ამჟამინდელი შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი ბოლო 500 წლის განმავლობაში, თვლიან ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის ექსპერტები.


image



თავის მხრივ, ევროპის გვალვის ობსერვატორია იუწყება, რომ დღეს რეგიონის ტერიტორიების 64 პროცენტი მაღალი რისკის ზონაშია. ამიტომაც ბევრმა აღიქვა "წყლიდან ამოსული" ლოდები გარდაუვალი უბედურების ნიშნად.


პერიოდული უიღბლობა - სხვათა შორის, "მშიერი ქვები" არ არის მოახლოებული კატასტროფის ერთადერთი წინამორბედი. შუა საუკუნეების ევროპაში არანაკლებ ეშინოდათ უცნაური ზეციური სხეულების. მათი დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში (ზოგჯერ რამდენიმე თვე) შეიძლებოდა. შემდეგ კი უბედურებების სერია მოჰყვებოდა ხოლმე.



1066 წელს ინგლისში, " კაშკაშა კუდიანი ვარსკვლავის" გამოჩენა მეფე ედუარდ აღმსარებლის გარდაუვალი სიკვდილის ნიშანი იყო. უცნაური დამთხვევით მმართველი იმავე წელს მოკლეს. თუმცა დღეს ისტორიკოსები ამაში მისტიკას ვერ ხედავენ. სიკვდილი ნაწინასწარმეტყველები იყო: მონარქის დროს ქვეყანა მძიმე კრიზისში ჩავარდა.



იგივე ასტრონომიული ობიექტი მოხსენიებულია ძველ რუსულ წყაროებშიც. ”მაისის თვის ამ ზაფხულს გამოჩნდა საშინელი ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა 18 დღის განმავლობაში, გადაჭიმული სხივი აღმოსავლეთით, რაც ქრისტიანებისთვის განადგურების ნიშანია. ორ წელში მტერი შემოესიათ, ესენი უღმერთო თათრები არიან, ჩვენ მათ არ ვცნობთ ამ ქვეყნად.“- ამბობს გუსტინის ქრონიკა.


image


ჩანაწერი გაკეთდა გაკეთდა 1222 წელს, იმ წელს, როდესაც თათარ-მონღოლები გამოჩნდნენ რუსეთის საზღვრებზე.



მხოლოდ მე-17 საუკუნის ბოლოს, ინგლისელმა ასტრონომმა ედმუნდ ჰალეიმ დაადგინა, რომ ორივე შემთხვევაში საუბარი იყო ერთსა და იმავე ფენომენზე - კომეტა, რომელიც მზეს უბრუნდება ყოველ 75-76 წელიწადში. შემდგომში ამ მეცნიერის სახელი დაარქვეს ასტრონომიულ ობიექტს.



მე-16 საუკუნის ფრანგი ექიმი მიშელ დე ნოტრდამი, უფრო ცნობილი როგორც ნათელმხილველი ნოსტრადამუსი, ასევე აკვირდებოდა ზეციურ სხეულებს. ჰოროსკოპების შედგენისას ეყრდნობოდა ვარსკვლავების მდებარეობას, პლანეტების მოძრაობას და სხვა მოვლენებს.


თუმცა, მისი წინასწარმეტყველებები მაშინვე არ გახდა პოპულარული. ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი ტერმინები იყო. თანამედროვეებს სურდათ ნათლად სცოდნოდათ რა მოხდებოდა. მეფე ჰენრი II-საც კი, რომელსაც სწრაფი სიკვდილი უწინასწარმეტყველა, სერიოზულად არ მიუღია ნოსტრადამუსის სიტყვები.



image



როგორ უნდა გავიგოთ რაღაც, როდესაც ასტროლოგი წერს: "ახალგაზრდა ლომი დაძლევს ძველს. ბრძოლის ველზე დუელში თვალებს ამოსთხრის ოქროს გალიაში. ორი მოტეხილობა იქნება - შემდეგ მოკვდება სასტიკი სიკვდილით."


მწარე სიმართლე მოგვიანებით გაირკვა. 1559 წელს საფრანგეთმა და ესპანეთმა ხელი მოაწერეს მშვიდობას, რომლითაც დასრულდა ე.წ. იტალიის ომების პერიოდი. ამ შემთხვევაში, ჰენრიმ მოაწყო სამეფო ტურნირი, რომელშიც თავად მონაწილეობდა. მეფის წინააღმდეგ გამოვიდა ახალგაზრდა შოტლანდიელი გრაფი გაბრიელ მონტგომერი. ორჯერ დაამტვრიეს მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის ხის შუბები. მაგრამ მესამედ მონტგომერიმ მმართველს შუბი პირდაპირ თვალში დაარტყა. ათი დღის შემდეგ ის საშინელ ტანჯვაში გარდაიცვალა.



ამ ინციდენტის შემდეგ ნათლმხილველის ავტორიტეტი გაიზარდა. იმდროინდელმა თავადაზნაურობამ მასთან დაიწყო მისვლა და არა მხოლოდ ფრანგებმა. მან გააღო ბედის ფარდა ძლიერი თანამედროვეებისთვის, ცნობილმა ორაკულმა ფარულად გააკეთა სპეციალური წინასწარმეტყველებები, ის ეხებოდა იმ მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოს უნდა განეცადა მომდევნო საუკუნეებში.



image



ნოსტრადამუსამდე ხუთასი წლით ადრე, შუა საუკუნეების ევროპის მკვიდრი ხალხი მომავალს სხვა მხილველთან - გერმანელ მონაზონ ჰილდეგარდისგან იგებდა. მრავალი წლის განმავლობაში იგი იყო ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარი მდინარე რეინზე, ქალაქ ბინგენთან ახლოს.



აქ, მატიანეების მიხედვით, მან ჩაწერა თავისი მრავალი ხილვა. თავდაპირველად იგი თავის მისტიკურ გამოცხადებებს მხოლოდ ძმებს უზიარებდა. მაგრამ მალე რეინის ნაპირებიდან გამოსულმა ინფორმაციამ ვატიკანამდე მიაღწია. უამრავმა მომლოცველმა დაიწყო ბინგენში ჩამოსვლა მათი ბედის გასარკვევად.
როგორც ნოსტრადამუსის შემთხვევაში, ჰილდეგარდს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბუნდოვანი ფორმულირებებით შემოიფარგლა. მაგალითად: "მე დავინახე უზარმაზარი ვარსკვლავი, კაშკაშა და უსაზღვროდ ლამაზი, მის ირგვლივ ბევრი ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. ყველა ერთად გადავიდა სამხრეთით და უცებ ჩამოცვივდა მიწაზე, გადაიქცნენ ნახშირად."



image

დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ მონაზონი სრულიად ბანალური დაავადებით იყო დაავადებული. ჯერ კიდევ 1958 წელს, ბრიტანელმა სამედიცინო ისტორიკოსმა ჩარლზ სინგერმა ივარაუდა, რომ მას შაკიკი ჰქონდა.



"ყველა ხედვაში, - წერდა ის, - გამოირჩევა მანათობელი წერტილი ან წერტილების ჯგუფი. წერტილები ციმციმებენ და მოძრაობენ, ჩვეულებრივ ტალღებად და ყველაზე ხშირად აღიქმება როგორც ვარსკვლავები ან მწველი თვალები. უმეტეს შემთხვევაში, სინათლის ცენტრალური წყაროა., ყველა სხვაზე უფრო კაშკაშა, გარშემორტყმულია რხევადი კონცენტრული წრეებით.
თუმცა, ეს ფაქტი ხელს არ უშლის შეთქმულების თეორიების მოყვარულებს იფიქრონ, რომ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჰილდეგარდმა იწინასწარმეტყველა შეერთებული შტატების სიკვდილი. ერთ-ერთ ხილვაზე საუბრისას, ბენედიქტელმა ახსენა "დიდი ქვეყანა ზღვის მიღმა, რომელიც საბოლოოდ წყალქვეშ გადავა".



თუმცა შუა საუკუნეებში არამარტო უბრალო ბერებმა, არამედ, რომის პაპებმაც კი მრავალი წინასწარმეტყველება დაუტოვეს თავიანთ შთამომავლებს. ისინი თამაშობდნენ მაღალი ფსონებით: ისინი საუბრობდნენ მთელი მსოფლიოს სიკვდილზე.


image



ასე რომ, პაპმა სილვესტერ II-მ, რომელიც ეყრდნობოდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს „ათასწლიანი მეფობის“ შესახებ, იწინასწარმეტყველა არმაგედონი 1000 წლის 1 იანვარს. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. პონტიფიკოსი, რომელზეც ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდა ეშმაკთან კავშირში, იძულებული გახდა გაქცეულიყო რომიდან.



კათოლიკეების კიდევ ერთმა წინამძღვარმა ინოკენტი III-მ გადაწყვიტა სამყაროს აღსასრული დაეკავშირებინა არაბთა ხალიფატისთვის, რომელიც ძლიერდებოდა. მან ჩათვალა, რომ ეს მოვლენა 1284 წელს უნდა მომხდარიყო. რადგან, ეს არის 666-ე წელი ისლამის აღზევების შემდეგ.


თავად ინოკენტი ვერ მოესწრო თავის წინასწარმეტყველებას, მაგრამ შუა საუკუნეების სტანდარტებით, კატასტროფა მაინც მოხდა - თუმცა, ლათინებისთვის: მაჰმადიანმა დამპყრობლებმა მთლიანად დაარღვიეს ჯვაროსნების ძალა აღმოსავლეთში.



მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წინასწარმეტყველების ტრადიცია, განსაკუთრებით სამყაროს აღსასრულის შესახებ, ქრისტიანობის განუყოფელი თვისებაა.


"ის თავიდანვე აპოკალიფსური იყო. ახალი აღთქმა მთავრდება გამოცხადების წიგნით. პირველი საზოგადოება ცხოვრობდა პრინციპით "აღსასრულის დრო მოდის." ასეთი აღქმა არსებობდა შემდგომ ეპოქაშიც."- ამბობს რელიგიური მეცნიერი ალექსეი იუდინი.



image



ამიტომ, განაგრძობს ის, ლტოლვა ყველა სახის ხილვის, ექსტაზური მდგომარეობისა და წინასწარმეტყველებისადმი სავსებით გასაგებია. უფრო მეტიც, ის, რაც სახარებაში წერია, ხშირად სიტყვასიტყვით აღიქმებოდა.


"ეს პირველ რიგში ციფრებს ეხება. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე პაპი სილვესტერი 1000 წელს ლაპარაკობდა სამყაროს აღსასრულზე. მას სჯეროდა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა სამყაროში ქრისტეს მოსვლიდან ათასი წლის შემდეგ. იგივე ეხება რიცხვს. 666 წელი - ნებისმიერი თარიღი ასეთი თანმიმდევრობით სიფრთხილით აღიქმებოდა, ის ხომ ანტიქრისტესთან არის დაკავშირებული.“ - განმარტავს სპეციალისტი.



ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ აპოკალიფსური გრძნობები ქრისტიანობაში დღემდე შემორჩა. ამიტომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ახალი „წინასწარმეტყველებები“ გაჩნდეს.

1
669
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
669
  
2022, 18 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1