x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე იყო მიშას დროს, მაგრამ როგორ აყევით ბინძურ თამაშს?" - რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი და პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველებზე განაწყენებული ქსენია სობჩაკის შესახებ "პრაიმ ტაიმის" სტატიას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"რა საოცარი უნარი გვაქვს ყველაფერი გავაუკუღმართოთ.

ახლა წარმოიდგინეთ, მე რომელიც ჩავდივარ მოსკოვში წინაპრების საფლავებზე, პატივს მივ აგებ დიდ ბაბუას, რომელიც ლომონოსოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელია, ყვავილები მიმაქვს ონკოლოგიურ კლინიკაში, ბიძაჩემის სახელობის ფონდში, სადაც ილია მოროშკინი მთავარი ექიმი იყო და ქართველებს ოპერაციას უფასოდ უკეთებდა, ვსტუმრობ ზურაბ წერეთელს და მის შესანიშნავ დედა-ენის ძეგლს, ვეფერები მეგობრებს "სახინკლის" ქსელიდან, სადაც განუმეორებელი "ბრავო-მეტეხი" მეგულება, ვეჭორავები დიდი ხნის უნახავ სოსო პავლიაშვილს და სხვა გულითად მეგობრებს, რომელთა დაუღალავი შრომით უდგია სული ბევრ ოჯახს საქართველოში, და აი ამ დროს ვიღაც რუსი მეუბნება: "Дайте интервью против Грузии"-ასე იყო მიშას დროს, მაგრამ არც მაშინ, მთავრობაზე განაწყენებულს არ მიფიქრია ჩემი სამშობლო მეძაგებინა! როგორ აყევით ბინძურ თამაშს?


სამშობლო ერთია და მას მოფერება უნდა, რუსი ხარ, ფრანგი, უკრაინელი თუ მაპუტუს მკვიდრი! სტუმარი კი ყოველთვის ღვისაა! ჯამი- ჭურჭელია!" - ვკითხულობთ ლალი მოროშკინას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა "ინსტაგრამზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთზე და ზოგადად, რუსების მიმართ, ბევრი შეურაცხმყოფელი წარწერის გამო თავისი უკმაყოფილება ვერ დამალა. მისი თქმით, ბარში რუსებისთვის ერთგვარი "ვიზები" მოქმედებს, სადაც შესვლისას ფურცელს წარწერით - "დიდება უკრაინას" ხელი უნდა მოაწერო, თუმცა მისი თქმით, მან ბარის მეპატრონეს იმედები გაუცრუა და აღნიშნულ ფურცელს ხელი არ მოაწერა.









0
361
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
361