x
image
რუსუდან ნადირაშვილი
თურქულ სერიალში ნანა სტამბოლიშვილი ქართულად ალაპარაკდა - გავრცელდა სერიალის ფრაგმენტი (ვიდეო)
image

.

თურქული სერიალები საქართველოში პოპულარული 2010 წლიდან გახდა. მანამდე ჩვენს ქვეყანაში მეზობელი ქვეყნის მიერ წარმოებული კინოპროდუქცია არც იყო ხელმისაწვდომი და არც ვინმე ინტერესდებოდა. პირველი მცდელობა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჰქონდა. სერიალმა „სავაშის“ პერსონაჟის და დაძაბული სიუჟეტის დამსახურებით მალევე მოაჯადოვა მაყურებელი და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მალევე „მაესტროს“ მაღალი რეიტინგის გარანტირებულად მოსპოვებლად სსხვა ქართულმა ტელეარხებმაც მიბაძეს და მათაც შეიძინეს თურქული სერიალები.

.


მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და მაღალმა რეიტინგმაც არ დააყოვნა. დღეს მივიღეთ ვითარება, როცა უკვე ყველა ქართულ არხზე გადის თურქული სერიალი და ყველა მათგანი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად ვერ მოძებნით მსხვილ ქართულ არხს, სადაც ერთი თურქული სერიალი მაინც არ გადიოდეს. ყველა არხზე და ყველა გემოვნების და პოლიტიკური მრწამსის მაყურებელი უყურებს თურქულ სერიალს, უყვარს მათი გმირები და განიხილავს მათ ცხოვრებას.

.

თურქულ სერიალებში ხშირად გვხვდება როგორც მეგრული, ისე ლაზური სიმღერები თუ ქართული ფრაზები. ერთერთ არხზე გადიოდა თურქული სერიალი, რომელიც ერთდროულად თურქეთსა და საქართველოში იყო გადაღებული და სიუჟეტი ძირითადად აჭარაში ვითარდებოდა. ხშირად ჩანდა ქართული დროშა, სიმბოლიკა და წარწერები, ბათუმის ქუჩები.

.

ერთერთ ახალ თურქულ სერიალში ქართველი მსახიობი მონაწილეობს. ნანა სტამბოლიშვილი ქართულად ალაპარაკდა - სერიალის ფრაგმენტი ამ წუთებში გავრცელდა

.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0