x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ძალიან სახიფათო და ძალიან ძვირი - ამერიკაში ფეხების დაგრძელების ბუმია
image

შეერთებულ შტატებში, კევინ დებიფარშადი, ორთოპედი ლას-ვეგასიდან, გახდა პოპულარული ქირურგი, რომელიც თავის პაციენტებს ფეხის დაგრძელების უნიკალურ ოპერაციას სთავაზობს.


მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის კურსდამთავრებულმა დებიპარშადმა 2016 წელს დააარსა თავისი კლინიკა LimbplastX Institute, ნამდვილი წარმატებას მან მხოლოდ კოროვირუსისგან გამოწვეული პანდემიის დროს მიაღწია. ძნელი სათქმელია, როგორ უკავშირდება კოვიდ-ის შეზღუდვები ფეხების გაზრდის სურვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ექიმის საქმეები სწორედ იმ პერიოდში წინ წავიდა.


დოქტორ დებიფარშადის მეთოდის არსი საკმაოდ მარტივი და ამავდროულად საშიშია: პაციენტს უმტვრევენ ბარძაყის ძვლებს და სვამენ მეტალის სპიცებს, რომელთა შორის მანძილი დისტანციური მართვის საშუალებით შეიძლება დარეგულირდეს.



შემდეგ, რამდენიმე თვეში, ფეხის ძვლები სიტყვასიტყვით მილიმეტრ-მილიმეტრობით "იჭიმება". პროცედურა საშუალებას გაძლევთ გაზარდოდ თქვენი ფეხის სიგრძე დაახლოებით 7-15 სანტიმეტრით.(გააჩნია რა სიმაღლის ხართ)


აღდგენის პროცესის ხანგრძლივობის, აბსოლუტური არაბუნებრიობისა და ოპერაციის მაღალი ღირებულების მიუხედავად, კლინიკას სულ მუდამ რიგები უდგას.

LimbplastX ინსტიტუტის პაციენტების უმეტესობა პროგრამისტები და ინჟინრები არიან ტექნოლოგიების გიგანტებიდან, როგორიცაა Google, Amazon, Microsoft. ოპერაციის ღირებულება მერყეობს $70, 000-დან $150, 000-მდე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სანტიმეტრით გსურთ დაიგრძელოთ ფეხები.

3
915
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
915
  
2022, 20 სექტემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 17 სექტემბერი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3