x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
საბჭოთა კავშირის შეჭრა პოლონეთში - როგორ გაიყვეს ნაცისტებმა და კომუნისტებმა ეს ქვეყანა
image

1939 წლის 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა თავისი ჯარები შეიყვანა პოლონეთში. მანამდე კი ვერმახტი შეიჭრა პოლონეთში. როგორ აფასებენ თანამედროვე ისტორიკოსები იმ წლების მოვლენებს?


1939 წლის 17 სექტემბრის დილის საათებში საბჭოთა კავშირმა თავისი ჯარები გაგზავნა პოლონეთში. მანამდე, 1 სექტემბერს, ვერმახტი შევიდა პოლონეთში, სწორედ ეს დღე ითვლება მეორე მსოფლიო იმის დასაწყისად .


ამ მოვლენების შედეგი იყო პოლონეთის სახელმწიფოს გაქრობა ევროპის რუკიდან. მისი აღმოსავლეთი ტერიტორიები სსრკ-ს შეუერთდა.


შეიარაღებული შეჭრა, რომელიც ყველაზე სისხლიანი მსოფლიო ომის დასაწყისი გახდა მილიონობით მსხვერპლით, განხორციელდა გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობისს პაქტის საფუძველზე, (ასევე ცნობილი როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი)სადაც იყო საიდუმლო პროტოკოლი პოლონეთის დანაწილების შესახებ.


image

წითელი არმიის სამხედრო ოპერაციას მოყვა პოლონეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონების მიწების მიერთება უკრაინის და ბელორუსიის სსრ-თან (როგორც დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია, შესაბამისად) და ლიტვის რესპუბლიკასთან ( ვილნის რეგიონის ნაწილი).

image

ამრიგად, განხორციელდა პოლონეთის ფაქტობრივი“ოთხად" დაყოფა სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის, რომელიც შეესაბამებოდა გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობის პაქტის საიდუმლო ოქმს.



ოპერაცია დაიწყო გერმანიის პოლონეთში შეჭრის დაწყებიდან 16 დღის შემდეგ და არ ახლდა სსრკ-ს მიერ პოლონეთისთვის ომის ოფიციალური გამოცხადება - 1939 წლის 17 სექტემბერს დილის 3:15 საათზე სსრკს-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენელმა წაიკითხა და გადასცა ნოტა პოლონეთის ელჩს სსრკ-ში ვაცლავ გრჟიბოვსკის, სადაც საბჭოთა ჯარების შემოყვანა აიხსნებოდა "დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსის მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დაცვის აუცილებლობით". (რა ნაცნობი ჰანგებია.ავტ.)

image

სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს კიევისა და ბელორუსის სამხედრო ოლქების ფორმირებებმა, რომლებიც გაძლიერდა კალინინისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებით.



ისტორიის ეს ფურცელი არანაკლებ რთული იყო და რჩება პოლონეთისთვის, რომელიც ომის შემდეგ ვეღარ აღდგა თავის ყოფილ გეოგრაფიულ საზღვრებში: აღმოსავლეთი ტერიტორიები სსრკ- მ მიიტაცა, ხოლო "მესამე რაიხმა" დასავლეთის მიწები მიერთა. ომისშემდგომ პერიოდში, გაწითლებული პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დროს, ობიექტური ისტორიული დისკურსი გამორიცხული იყო, აღნიშნავს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკაშ კამინსკი. მისი თქმით, არც საბჭოთა ოკუპაცია, არც პოლონელი ოფიცრების სიკვდილით დასჯა კატინის ტყეში 1940 წელს და არც მასობრივი დეპორტაციები არანაირად არ იყო თემატიზებული.

imageფოტოზე: ვერმახტის და წითელი არმიის ერთობლივი აღლუმისთვის მზადება ვარშავაში



მხოლოდ 1991 წელს ლეგენდარული ჟურნალის "ოგონიოკის" მთავარმა რედაქტორმა ვიტალი კოროტიჩმა 1939 წლის პაქტს უწოდა "ვერაგული".


მოგვიანებით, კერძოდ 2009 წელს პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-სთვის მიწერილ წერილში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 1939 წლის აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო "ამორალური". თუმცა, 2015 წელს, როგორც უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მან სულ სხვა კომენტარი გააკეთა: „ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ ჩვენი კულტურის მინისტრის აზრს (ვლადიმერ მედინსკიმ შეაქო პაქტი, როგორც სტალინური დიპლომატიის ტრიუმფი), რომ ეს პაქტი მნიშვნელოვანი იყო. სსრკ-ს უსაფრთხოებისთვის“.

რაც შეეხება უკრიანას, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, უკრაინასა და პოლონეთს შორის ისტორიული დიალოგი რთული იყო, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი. საბოლოოდ მასზე დიდი გავლენა მოახდინა პოლონელმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იერჟი გიდროიკმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ლიბერალური და დემოკრატიული პოლონეთის პოლიტიკის მნიშვნელობას უკრაინისა და ბელორუსის მიმართ.


„ეს პოლიტიკა მიიღეს პოლონეთის მთავრობებმა კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ“, - ამბობს ისტორიკოსი იური დურკოტი, მაგრამ დასძენს, რომ პოლონეთის ამჟამინდელი ნაციონალური კონსერვატიული მთავრობის პირობებში „აქცენტი გარკვეულწილად შეიცვალა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ წელს განაცხადა, რომ კიევმა წარსულის საკითხებში პოლონეთთან მიმართებაში გრადუსის დაწევას მიაღწია.


6
237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
2022, 23 სექტემბერი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 17 სექტემბერი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6