x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი

უკანასკნელი იცი წლის მანძილზე, კაცობრიობა სერიოზულად განიხილავს დამოკიდებულებას საკვების მიმართ და აცნობიერებს, რომ ორგანიზმისთვის მაქსიმალური სარგებლობის მოტანა, მხოლოდ ბუნების მიერ შექმნილ პროდუქტებს შეუძლია... და უნდა ითქვას, რომ ეს სამეცნიერო კვლევებითაც დასტურდება.


image


ხოლო, "ბუნების ნობათებს" შორის, განსაკუთრებული ადგილი თაფლს უკავია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ის მაშინ გვახსენდება, როდესაც ყელი აგვტკივდება და თან, ყოველთვის არა. უმრავლესობა, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებისთვის, მედიკამენტებს იყენებს. ეს ხერხი, რა თქმა უნდა, ამართლებს, მაგრამ წამლებს უკუჩვენებაც აქვს. დღეში მხოლოდ 3 ჩაის კოვზი თაფლის მიღების შემთხვევაში კი, შესაძლებელია, როგორც ორგანიზმის წინააღმდეგობის გაძლიერება, ყველა დაავადების მიმართ, ასევე სიცოცხლის გახანგრძლივება. ამის შესახებ, ძველმა ბერძნებმაც კი იცოდნენ და თაფლს "ჯადოსნურ ელექსირს" ეძახდნენ.

ამ უნიკალური პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად, საჭიროა, მისი მოხმარებისას, გარკვეული წესების დაცვა. ის ჭამამდე 1, 5-2 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ. სასურველია, თაფლის ანადუღარ თბილ წყალში გახსნა (წყალი შეგიძლიათ თბილი ჩაით ან რძით ჩაანაცვლოთ). ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში მხოლოდ 1–2 ჩაის კოვზი თაფლის მიცემა, ფაფასთან ან ხილფაფასთან ერთად.

პროფილაქტიკის გარდა, თაფლის გამოყენება სამკურნალოდაც შეიძლება. აქ 9 დაავადებას განვიხილავთ, რომლის დამარცხებაც თაფლს შეუძლია:


თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი


თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიული თვისება.


ხველების საწინააღმდეგო წამალი


კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველების დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშუალებები.


თაფლი უძილობის მკურნალი


ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, სტიმულირებას უწევს მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.


თაფლი ართრიტის წინააღმდეგ


ვისაც ართრიტი აწუხებს, დილით და საღამოს უნდა მიიღოს თბილი წყალი თაფლით და დარიჩინით: 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 ჩ. კ. თაფლი და ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.

შენიშვნა: თაფლი უნდა გახსნათ თბილ წყალში, რადგან თუ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც საუზმის წინ თაფლიან და დარიჩინიან წყალს იღებდნენ, ერთი კვირის შემდეგ, თითქმის ნახევარს (200-დან 73-ს) ტკივილი გაუქრა, ხოლო 1 თვის შემდეგ – პაციენტების უმრავლესობას, ტკივილის გარეშე, შეძლო სიარული.


თაფლი აუმჯობესებს მხედველობას


თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი მიღება ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.


თაფლი ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში


თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას სუნთქვისთვის სასიამოვნო არომატის მინიჭება შეუძლია. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ. თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემდეგ, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.


თაფლი ამცირებს დიარეას ხანგრძლივობას ბავშვებში


«British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში თაფლის გამოყენების კვლევის შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ თაფლის მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის 1 წლამდე, უფრო მოზრდილებისთვის, ის შეიძლება გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.


თაფლი ქერტლს ამარცხებს


თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქერტლი გაქრება.


თაფლი სლოკინს აჩერებს


მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი ალკოჰოლით თრობასთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.


და ბოლოს, თაფლი ერთადერთი პროდუქტია დედამიწაზე, რომელიც არასდროს ძველდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

* ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს

* მათემატიკური გამოცანა, რომელზედაც მთელი ინტერნეტი "თავს იმტვრევს" (პასუხი აქვს)

* უინძორების დღეგრძელობის საიდუმლო

* ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს

* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის

* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები


7
501
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
501
  
2022, 26 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7