x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ ემზადება მარათონისთვის Herbalife Nutrition-ის გუნდი?

image

"თბილისი მარათონი" საქართველოში უკვე წლებია ტარდება და მასში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებს. ტრადიცია არც წელს დაირღვევა და ღონისძიება 25 სექტემბერს გაიმართება.


წინა წლების მსგავსად, Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორები მარათონში მონაწილეობას წელსაც მიიღებენ. გუნდი ამ სპორტულ ღონისძიებაში ყოველ წელს მონაწილეობს და ერთ-ერთ მარათონზე, ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდით რეკორდიც კი მოხსნა.


image


"Herbalife Nutrition-ისთვის თბილისი მარათონში მონაწილეობა დიდი ხნის ტრადიციაა. წელს გადავწყვიტეთ, რომ მარათონისთვის პროფესიონალ მწვრთნელთან ერთად მოვემზადოთ. ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს საკმაოდ რთული გრაფიკი აქვთ. ისინი მუდმივად ზრუნავენ, რომ მომხმარებლებმა დასახულ მიზნებს მიაღწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, როგორც დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის, ისე - მომხმარებლებისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევიკრიბოთ და ერთად მოვემზადოთ ამ საკმაოდ ამაღელვებელი ღონისძიებისთვის", - განაცხადა Herbalife Nutrition-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა, ირაკლი ჩაჩანიძემ.


თბილისი მარათონამდე ღია ცის ქვეშ 3 ვარჯიში ჩატარდება. ვარჯიშზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ როგორც დამოუკიდებელ პარტნიორებს, ისე - ყველას, ვინც გარბენში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. სპეციალურად მოწვეული მწვრთნელი გიორგი ტალაბაძე გუნდს რჩევებსა და საინტერესო ინფორმაციას გაუზიარებს, თუ როგორ მოემზადონ მარათონისთვის. ღონისძიებამდე ბოლო ვარჯიში 18 სექტემბერს, 11 საათზე ვაკის პარკშია დაგეგმილი.


„მიხარია, რომ Herbalife Nutrition-ის გუნდს მომზადებაში ვეხმარები, რადგან დარწმუნებული ვარ, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გარკვეული დროის განმავლობაში მომზადებაა საჭირო. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ Herbalife Nutrition სწორედ ამ მიმართულებებზეა ორიენტირებული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ზრუნავს, “ - ამბობს გიორგი ტალაბაძე.

image

მარათონისთვის მომზადების პროცესში, დაბალანსებული კვება ფიზიკურ ვარჯიშზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. საჭიროა, მზადება სპორტულ ღონისძიებამდე 2-3 თვით ადრე დაიწყოს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ კვების რაციონი შეიცავს აუცილებელ მაკრო (პროტეინი, ცხიმი და ნახშირწყლები) და მიკრონუტრიენტებს (ვიტამინები და მინერალები).


სწორი კვების დაცვა აუცილებელია მარათონის დღესაც, რადგან, შესაძლოა, სირბილისას თქვენმა ორგანიზმმა რამდენიმე ლიტრი სითხე დაკარგოს. ეს დეჰიდრატაციის რისკია, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმის მუშაობის უნარის დაქვეითება, დაღლილობა და გონების დაკარგვაც კი. სწორედ ამიტომ, სირბილისას, აუცილებელია ყოველ 20-30 წუთში დალიოთ წყალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყურვილის გრძნობა არ შეგაწუხებთ.


„წყალი აუცილებელია, თუმცა, სირბილის დროს ენერგიას არ გმატებთ. ენერგიის მუდმივად შესანარჩუნებლად, აუცილებელია ყოველ 30 წუთში საკუთარი თავის გაძლიერება. ჩვეულებრივ, ამ დროს გვთავაზობენ ნახშირწყლებს საკვების სახით, იმისთვის რომ ენერგია სწრაფად აღდგეს. თუმცა, უმჯობესია ავარჩიოთ ისეთი ფუნქციური საკვები, როგორიცაა, მაგალითად, დაბალანსებული ცილოვანი კოქტეილი, “ - ამბობს Herbalife Nutrition-ის კვების ექსპერტი ემილ გიდაიათლი.


მარათონის დასრულებიდან პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, ენერგიის სწრაფად აღსადგენად უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს. სასურველია, ეს იყოს თხევადი სახით მიღებული - ტკბილი ჩაი, ან ახლად გამოწურული წვენი.


„ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, ნახშირწყლებთან ერთად, მნიშვნელოვანია ცილის მარაგის აღდგენაც. ცილა კუნთების საერთო ტონუსს ინარჩუნებს. ცილოვანი კოქტეილები, მაგალითად, Herbalife Nutrition-ის ფორმულა 3, ან პროტეინის ბატონი საკმაოდ კარგი არჩევანია. თუმცა, შეგიძლიათ, მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ბევრ ცილას შეიცავს, “ - განმარტავს ემილ გიდაიათლი.


Herbalife Nutrition საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბალანსებული დიეტის პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს. კომპანია, თბილისი მარათონის გარდა, 200-მდე სპორტული ღონისძიების, გუნდის, ლიგის, სპორტსმენისა და 5 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორები მართავენ 72 000-ზე მეტ კლუბს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით.



R



0
57
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0