x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კიევში 3 წლის წინ მოკლული ქართველი ბიზნესმენის ქილერი დააკავეს
imageგამოძიების ინფორმაციით, სამი წლის წინ შარხან გაკაევმა ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლა. მსხვერპლის ცხედარი ჭაში იპოვეს. დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


კიევის ოლქში, ბელაია ცერკოვში პოლიციამ მკვლელების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, წარმოშობით ჩეჩნეთი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია 52 წლის ქართველი მაგნატის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში. მანამდე სავარაუდო დამნაშავე ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი.

image

დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ფეისბუქზე გაავრცელა. სამართალდამცველის ინფორმაციით, 2019 წლის 26 ნოემბერს ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი კიევის ცენტრში გაუჩინარდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს.მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.



ნებიტოვმა დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, მკვლელობა პირთა წინასწარი შეთქმულების საფუძველზე და პირადი გამორჩენის მოტივით მოხდა მამაკაცი გარდაიცვალა მკერდისა და კისერში სროლის შედეგად.



"ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით, კარგად იყო ორგანიზებული. მსხვერპლს რამდენჯერმე ესროლეს მკერდსა და კისერში, რის შემდეგაც ცხედარი ჭაში ჩააგდეს. მადლობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს და სპეცრაზმის მებრძოლებს ბრწყინვალე სპეცოპერაციისთვის, "

imageფოტოზე: მოკლული ნიკოლოზ დავითაშვილი მეუღლესთან, მოდელ თიკა სიხარულიძესთან ერთად.




ნიკა დავითაშვილი არყის მაგნატად ითვლებოდა, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხა­ნია სას­მე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და­. რო­გორც მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კომ­პა­ნი­ას სას­მე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც გაჰ­ქონ­და და იქაც ჰყავ­დათ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი.სწორედ მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბიზნესმენი კიევში, როდესაც მისი მკვლელობა განხორციელდა.



ქილერის დაკავების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი, ისევე როგორც მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

5
205
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
2022, 22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 17 სექტემბერი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5